კატეგორია :
ანონსი თარიღი :
2011 აპრილი 22
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის - ჟან ტოდის ოფიციალურ გრაფიკში ცვლილებაა. 22 აპრილს დაგეგმილი გაფართოებული შეხვედრა მინისტრებთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაცვლად გაიმართება 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში. უცვლელი რჩება ტოდის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დრო და ადგილი - 15:00 სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”.