სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, პრობლემიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებისაკენ. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა

 

პროგრამის მიზანია მიმდინარე წელს შემუშავდეს არაფორმალური განათლების სახელმწიფო პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ დონეზე შესწავლილ იქნას ინფრასტრუქტურის ფაქტიური მდგომარეობა. გადამზადდეს არაფორმალური განათლების მწვრთნელები. გააქტიურდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. წახალისდეს და მხარი დაეჭიროს მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზაციას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტური თვითმმართველობების გააქტიურება და  თვითმართველობების რეფორმის მხარდაჭერა, ასევე საუკეთესო სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მიზანი: პროგრამის მიზანია სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,  სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მიზანი:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია;
  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • კულტურულ-შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობის მოტივაცია;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების მოტივირება;
  • საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება შშმ პირთა თემაზე;
  • შშმ პირთა დასაქმება.

პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ახალგაზრდების პოტენციურ დამსაქმებლები,  შეიქმნება  საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების ერთიანი ბაზა, რომლითაც მოხდება საქართველოში დამსაქმებლების დაინტერესება.

საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეროვნული უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეროვნული უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

პროგრამის მიზანია საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა.

პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანაბარი პირობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული განვითარებისათვის, წაახალისოს, მოახდინოს მათი  სტიმულირება  და ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად  და  გამოიჩინონ ინიციატივა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვის პროცესში. რადგან  ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს  მის განვითარებას. 

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელის შეწყობა, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობის ახალგაზრდულ  პროექტებში; ახალგაზრდული ორგანიზაციების  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქმიანობენ.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი მათი დაინტერესება, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლება.

პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ, ასევე, პროფესიებში წარმატებული ადამიანების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.

საქართველოში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლების მიღების ხელშეწყობა, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების, პიროვნების პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის გაცნობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. მათი ჩართულობის გაზრდას სამინისტროს სხვადასხვა აქტივობების გაშუქებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს გააცნობენ 2014 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ, როგორც დამწყები ჟურნალისტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული მედია-საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდულ თემატიკაზე მუშაობენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2014 წლის
ახალგაზრდული პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებები