სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდული ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 20.02.2014 - 30.03.2014 - 01.11.2014 - 30.12.2014

პრობლემა: პრობლემას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტების, ასევე ზოგადად ჟურნალისტების მხრიდან ნაკლები ინტერესი წლების განმავლობაში  ახალგაზრდულ სფეროში დაგროვილი პრობლემებისადმი.  მათ შორის: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, არასრულწლოვანი პატიმრების, სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის და სხვა. ამ პრობლემებზე მუშაობის შესახებ საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი სწორედ იმის გამო, რომ მედიის ინტერესი და აქტიურობა ამ მიმართულებით შედარებით ნაკლებია.

მიზნები: აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის გაცნობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. მათი ჩართულობის გაზრდას სამინისტროს სხვადასხვა აქტივობების გაშუქებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს გააცნობენ 2014 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ, როგორც დამწყები ჟურნალისტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული მედია-საშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდულ თემატიკაზე მუშაობენ.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.       ტრეინინგ-სემინარები ახალგაზრდულ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის - პირველი ეტაპი - სამინისტროს საქმიანობის გაცნობა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს გააცნობენ 2014 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

მედია-ტრეინინგის დანიშნულებაა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის ახალგაზრდული პრობლემების გაშუქების სწავლება და პრობლემების მაქსიმალურად საჭირო კუთხით წარმოჩენა.

მონაწილეები გაეცნობიან არსებული პროექტების მედია გეგმებს, შემდეგ კი დაიყოფიან სამუშაო ჯგუფებად და აღნიშნული პროექტების გაშუქებისა და გაპიარების ინდივიდუალურ გეგმას შეიმუშავებენ. აღნიშნული გეგმები რეკომენდაციის სახით გამოყენებულ იქნება სამინისტროს მიერ 2014 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.

მეორე ეტაპი -  2014 წლის განმავლობაში ახალგაზრდული თემატიკის გაშუქებისა და საზოგადოების ჩართულობის ანალიზი და შეფასება.

ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ჟურნალისტები შეაჯამებენ 2014 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების  მონიტორინგს.  გამოავლენენ პრობლემურ საკითხებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

შედეგები - აღნიშნული პროგრამის  განხორციელების შედეგად გაიზრდება  ჟურნალისტების ინტერესი  ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მიმართ.

მათი პროფესიული გამოცდილების და რეკომენდაციების გაზიარება  კი სამინისტროს სამომავლო საქმიანობაში დადებითი შედეგის მომტანი იქნება.