სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მზრუნველობა მოკლებული და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.02.2014 - 30.12.2014

პრობლემა: „სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში" გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა შეეძლოს თავისი პროფესიული შესაძლებლობების განვითარება. პროფესიული განათლების სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს ყველა ასაკის ადამიანს, მიიღოს მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სახის განათლება.  აღსანიშნავია, რომ ასეთ პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაუბარებლად ვერ მოხდება. კონკურსის შემთხვევაში კი გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის სწავლის შედეგები. სოციალურად დაუცველი  - სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ და ზრუნვიდან გასულ ახალგაზრდებს არ გაჩნიათ სახსრები მოემზადონ და გადაიხადონ  „რეპეტიტორების" შრომის ანაზღაურება. მოზარდებს ესაჭიროებათ პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; გარდა მზრუნველობა მოკლებული ახალგაზრდებისა არსებობს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდები რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მაშინ როდესაც მსოფლიოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მიმართ ყურადღება მაღალ დონეზეა, ინფორმაცია არის ხელმისაწვომი როგორც დაავადების შესახებ, ასევე მის მართვაზე; საქართველოში ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა ძალიან მწირია როგორც მოსახლეობაში ასევე ექიმებში. რაც შედეგად იწვევს იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში ხდება ამ  დაავადების გვიან, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ან ადგილი აქვს მცდარ დიაგნოსტირებას.

მიზანი: საქართველოში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლების მიღების ხელშეწყობა, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების, პიროვნების პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    3 თვიანი გადამზადების პროგრამა - პროგრამის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ინტენსიურ მოსამზადებელ პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა სასწავლებლებში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის.

პროგრამის ფარგლებში მოხდება: რეპეტიტორების შერჩევა, საჭირო ინვენტარის შეძენა, მონიტორინგი.

2.    არაფორმალური განათლება კრიზისულ ცენტრებში - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მზრუნველობა მოკლებულ  ბავშვთა სახლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის - არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა პროფესიული სახელობო სწავლებები, წვრთნები, საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგ-სემინარების ჩატარება, მოეწყობა მათ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ასევე,  კულტურულ - შემოქმედებითი  გასართობი და სპორტული ღონისძიებების  ჩატარების უზრუნველყოფა.  პროგრამა ხელს შეუწყობს შემოქმედებით უნარების გამოვლენას და  მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

3.    აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღის აღნიშვნისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერისა და სოციალიზაციის პროგრამა -

პროგრამის მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა;

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი გარემოს შექმნა;

2 აპრილი- აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე - 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს  გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი  აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო  დღედ  გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა გაეროს წევრი  ყველა ქვეყანა, მათ  შორის საქართველო. პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სოციალური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი გარემოს შექმნა. ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის ეზოში, სადაც ასა-ს მქონე ბავშვები გამოყენებითი ქცევითი თერაპიის სეანსებს გადიან, სტუდენტების დახმარებით მოეწყოს სიმულაციური მოედანი და კეთილმოწყობილი გარემო საჭირო ინვენტარის გათვალისწინებით, სადაც თერაპევტების დახმარებით ბავშვები მოახერხებენ სამედიცინო დაწესებულების კედლებს მიღმა და რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოედნის ბენეფიციარებად არ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ აუტიზმის მქონე პირები, არამედ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც რეაბილიტაციას გადის იაშვილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე (მაგ. ცერებრული დამბლის მქონე, ლეიკიმიით დაავადებულნი და ა.შ.). ასევე, პროგრამის ფარგლებში, ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა 1 დღიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ცნობადობას გაზრდის. 

შედეგი: მისაღები გამოცდისთვის საფუძვლიანად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში და დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური კორექცია, დევნილების, მიუსაფრების, ე.წ. ქუჩის ბავშვებისა და სხვა კატეგორიის რისკ-ჯგუფების მიერ თავისუფალი დროის მიზნობრივად გამოყენება, სოციალურად გაუცხოებული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია, საკუთარი ცოდნის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობა.   აუტისტური სპექტრის აშლილობათა შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მის ამოცნობას, ხოლო მეორეს მხრივ სოციალური სტიგმის შემცირებას. სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის შექმნილ გარემოში ყოფნის შედეგად აუტიზმის მქონე ბავშვების რეალურ გარემოში ტრანზიციის გამარტივება.სტუდენტების ჩართულობის შედეგად მათი მხრიდან აუტიზმის მქონე ახალგაზრდების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და მათდამი ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.