სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.02.2014 - 30.12.2014

პრობლემა: შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა,  შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას მეგობრებისა თუ მშობლების ზეგავლენით. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შეიქმნა პროფორიენტაციის ვებ-გვერდი www.myprofession.ge და სახელმძღვანელო მოზარდებისათვის ,,აირჩიე პროფესია'', რომლის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე, არ ფლობს სამიზნე აუდიტორია. შესაბამისად პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყენებს შეთავაზებულ სარეკომენდაციო საშუალებას.

მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ, ასევე, პროფესიებში წარმატებული ადამიანების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    მოდული 1. პროგრამა ითვალისწინებს პროექტის PR სტრატეგიის განხორციელებას (ინტერნეტ სივრცე, ნაბეჭდი პროდუქცია, ინტერნეტ რეკლამა, საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, პრომო-აქციები).

  • აღნიშნულის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება საქართველოს რეგიონების დიდ ქალაქებში. ტრენინგებს ჩაატარებენ ახალგზრდები, რომლებიც გადამზადდებიან სპეციალურად შექმნილი ტრენინგ-მოდულის მიხედვით. სტუდენტებისათვის უნივერსიტეტებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები.
  • შეიქმნება და გავრცელდება ნაბეჭდი პროდუქცია: ლიფლეტი (მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ), ბუკლეტი (ვრცელი ინფორმაცია პროექტის შესახებ), პოსტერი, ბანერი.
  • დამზადდება და სატელევიზიო სივრცეში განთავსდება პროგრამის სარეკლამო ვიდეო-რგოლი. (შესაძლებელია აუდიო-რეკლამის დამზადება და განთავსება რადიო-ეთერში).
  • შეიქმნება ანალოგიური სახელწოდების სოციალური ქსელის გვერდები (FB, twitter) და აეწყობა მიზნობრივი ქსელი - დამეგობრებულთა წრე მოიცავს მედიის წარმომადგენლებს, უფროსკლასელებს, სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრუქტურებს.
  • დაგეგმილია ინტერნეტ-სივრცეში სარეკლამო ბანერების განთავსება ვებ-გვერდებზე (FB გვერდებზე), რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს სამიზნე აუდიტორია.
  • ქუჩის ბანერების (ბილბორდების) საშუალებით პროგრამის რეკლამირება.

2.    მოდული 2.  დაგეგმილია შექმნილი ვებ-გვერდზე www.myprofession.ge  განსათავსებლად ვიდეორგოლების დამზადება, სადაც წარმოდგენილი იქნება ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის თუ სამუშაოს შესახებ: რა ტიპის დავალებების შესრულება უწევთ ამა თუ იმ პროფესიაში მოღვაწე ადამიანებს, რა პასუხისმგებლობები და მოვალეობები აკისრიათ მათ, რა გარემოში უწევთ მუშაობა მომუშავეებს და სხვა. ასევე, შეიქმნება ვიდეო-რგოლები სხვადსხვა პროფესიებში წარმატებული ადამიანების მონაწილეობით. საინფორმაციო რგოლები დაეხმარება მოსწავლე-ახალგაზრდებს უფრო მეტი გაიგო მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ.

3.    მოდული 3. 2013 წელს შექმნილი სახელმძღვანელოს-,,აირჩიე პროფესია'' ბეჭდვა  დამატებით (2500 ცალი). (წიგნების ყველა სკოლაში გასავრცელებლად და დაინტერესებული სტრუქტურებისათვის, საინფორმაციო კამპანიების დროს გასავრცელებლად).

შედეგები: პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამიზნე აუდიტორიისათვის შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს ცნობადობა, პროფორიენტაციის პროგრამის მნიშვნელოვნების წარმოჩენა, პოზიტიური დამოკიდებულების გაჩენის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოზარდებს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული პროფორიენტაციული ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციული მასალების და სახელმძღვანელოს საშუალებით მიიღონ ინფორმაცია თავიანთი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ. პროფესიებზე შექმნილი ვიდეორგოლები დაეხმარება მოსწავლე-ახალგაზრდებს უფრო მეტი გაიგო მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ და მიიღონ გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილება.მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მათთვის და ასევე, მათი მშობლებისთვის, იქნება ერთგვარი რეკომენდაცია პროფესიული არჩევანის გადაწყვეტილების მიღების, კარიერის დაგეგმვის პროცესში. ისინი მოახდენენ საკუთარი უნარების და მიდრეკილებების გამორკვევას, თვითშეფასებას და თვითორიენტაციას.