სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.02.2014 - 30.12.2014          

პრობლემის განსაზღვრა:  არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეფიციტს. მსჯავრდებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესები, მათ ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება, ნევროტულობა ქცევებში, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მიდრეკილება ასოციალური ქცევებისაკენ. აუცილებლობას წარმოადგენს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სხვადასხვა ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებით.

მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი მათი დაინტერესება, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლება.

განხორციელების გზები: პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას რამდენიმე მიმართულების განხორციელებით:

  • სარეაბილიტაციო და დანაშაულის პრევენციის მიზნით სპორტში აქტიურად ჩართვა;
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;
  • ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, სწავლების, აქტივობების განხორციელება;
  • საზოგადოების წევრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან, ფსიქოლოგებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების უზრუნველყოფა.

ყოველივე აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ქვეპროგრამის ფარგლებში არასრულწლოვნი მსჯავრდებულები შეისწავლიან ფეხბურთს, რაგბს, ფრენბურთს, ძიუდოს. მათ ჩაუტარდებათ რეგურალური წვრთნები, რომლებსაც პროფესიონალი მწვრთნელები უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში მოხდება მსჯავრდებულთათვის სპორტულ სახეობების მიხედვით ტრენინგების და ასაკობრივად შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშების ორგანიზება, განათლების უზრუნველყოფა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. არასრულწოვნები შეისწავლიან სახეობების საბაზისო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და თამაშის წესებს. რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის, როგორც გუნდური თამაშის ღირებულებების გათავისება არაპირდაპირ ხელს შეუწყობს მსჯავრდებულებში ხასიათის  ცვლილებებს. ეტაპობრივად გაიმართება საშეჯიბრო პრინციპით გუნდებს შორის თამაში, სადაც მარტივი წესებით და გართობის ელემენტებით მოხდება თამაშების ორგანიზება.  გაიმართება ამხანაგური თამაშები ასაკობრივი ჯგუფის სხვადასხვა სპორტული კლუბების მოზარდებთან. პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებაში მოეწყობა სპორტული ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სპორტში აქტიურად ჩართვის მიზნით, ქვეპროგრამა ითვალისწინებს მსჯავრდებულთათვის საჭირო სპორტული ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას. ზრდასრულთათვის (ახალგაზრდები 29 წლამდე) #16 დაწესებულება დაწესებულებაში განხორციელდება მსჯავრდებულთა ინტერესების გათვალისწინებით და ინფრასტრუქტურის შესაბამისად სპორტის რომელიმე სახეობაში საწვრთნელი ტრენინგები.

არფორმალური განათლების მიმართულებით მსჯავრდებულებთან ჩატარდება ტრენინგ-სემინარები (ღირებულებების ჩამოყალიბება, ჯგუფური მუშაობა,  პროექტის მართვა, დებატები, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრა, ჯგუფური მუშაობა, სამოქალაქო განათლება). ზრდასრულებთან განხორციელდება პროფდიაგნოსტიკა (#16 დაწესებულება).

 ქვეპროგრამა ასევე, ითვალისწინებს კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების, სწავლების და აქტივობების ორგანიზებას, როგორიცაა: ინტელექტუალური და სპორტული ვიქტორინები (,,რა, სად, როდის?'' ,,ყველაზე ჭკვიანი'', ,,ეტალონი'',  სპორტული ვიქტორინა და სხვა მსგ.), შეხვედრები ცნობილ პოეტებთან, მწერლებთან, სპორტსმენებთან, გამოჩენილ მოღვაწეებთან, მოეწყობა შეხვედრები, დისკუსიები მათთვის საინტერესო თემებზე.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა სახის სახელობო (პროფესიული) სწავლება (მათი ინტერესების და ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე). მსჯავრდებულები შეისწავლიან ხეზე კვეთას, ესკიზირებას, ხის მხატვრულ დამუშავებას, ნაკეთობების დამზადებას. მოეწყობა ნამუშევართა გამოფენა. ასევე, დაგეგმილია თიხით ძერწვისა და მინანქარის ხელოვნების სწავლება არასრულწოვან მსჯავრდებულებთან. მსჯავრდებულები შეისწავლიან მანქანის შეკეთების ხელობას.

პროექტი ითვალისწინებს სხვა სახის სწავლებსაც, როგორიცაა კომპიტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი (საბაზო და შემდგომი), თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი კურსი: (ჰიპ-ჰოპი, ბრეიგდანსი და სხვა).

შედეგი: პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების, წვრთნების, სწავლების, ტრენინგების განხორციელების უზრუნველყოფა მსჯავრდებულებისათვის იქნება კრიმინალური ცხოვრების ერთ-ერთი ალტერნატივა საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში. ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პატიმრებს გახდნენ მეტად თავდაჯერებულები საკუთარ შესაძლებლობებში, გააცნობიერონ და დაძლიონ უარყოფითი ჩვევები და არასრულფასოვნების კომპლექსი, შეისწავლონ პროფესიული უნარ-ჩვევები, დაეუფლონ სპორტულ სახეობებს, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს,  რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებაში. განხორციელებული ღონისძიებებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება იქნება კრიმინალური ცხოვრების ერთგვარი ალტერნატივა.