სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები:  01.03.2014 - 30.12.2014

ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა.

პრობლემა: საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია.

იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, არ აქვთ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება.

მიზანი: პროგრამის მიზანია საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა.

პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    "ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამა" - პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული  შეხვედრების ფარგლებში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მონაწილეები და ფასილიტატორები შეხვდებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ადგილობრივ ახალგაზრდებს (25-30 ადამიანი), შეხვედრის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ  ახალგაზრდები გაეცნობიან დიალოგის პროცესს, რეალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, კონფლიქტის მხარეთა პოზიციებს. შეხვედრების ფარგლებში მოეწყობა დისკუსია არსებული კონფლიქტების შესახებ.

2.     "ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფორუმი თემაზე: „მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" - აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის  თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი თემაზე: „მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში". მომხსენებლებად მოწვეულნი იქნებიან მხარეთა წარმომადგენელი ახალგაზრდები და ექსპერტები, რომლებიც ქართველ სტუდენტებთან ერთად იმსჯელებენ აღნიშნულ თემაზე. ფორუმზე  ასევე, მომხსენებლებად მოწვეულნი იქნებიან სპეციალური სტუმრები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობენ. კონფერენციის შემდგომ, გამოიცემა კონფერენციის მასალების ბროშურა.

3.     "იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა" - პროგრამა მიზნად ისახავს, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერას, ასევე მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის რაგბის სწავლება.

4.     „სასწავლო ტრენინგები და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა ოკუპაციის შედეგად არსებული გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის" - პროგრამა მიზნად ისახავს, გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებასა და სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერას.

5.     „ქართველ სტუდენტთა სასწავლო ვიზიტი კონფლიქტის გამოცდილების მქონე ქვეყანაში" - საქართველოში არსებული უნივერსიტეტებიდან 8-10 წარმატებული სტუდენტის შერჩევა და მათი ერთობლივი სასწავლო ვიზიტი კონფლიქტის გამოცდილების მქონე ქვეყანაში. ვიზიტის სამუშაო თემა და მიზანია ქართველი სტუდენტები გაეცნონ სხვა ქვეყანაში არსებულ კიდევ ერთ კონფლიქტს. ტრენინგს/სემინარს  ქართველი და უცხოელი ტრენერები და ექსპერტები ჩაატარებენ. როგორც აღინიშნა, 5 დღიანი სემინარის მიზანია, რომ ქართველი ახალგაზრდები საფუძვლიანად გაეცნონ სხვა ქვეყანაში არსებული კონფლიქტის ისტორიულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ და ეკონომიკურ კომპონენტებს. სემინარი მოიცავს კონფლიქტის ტრანსფორმაციის შედარებით სწავლებას, რაც ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან აქტუალურია. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი თავის მხრივ, ახალგაზრდებს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ცოდნას აუმაღლებს და ამ პრობლემატიკაში ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას შესძენს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ მის სასწავლო დაწესებულებაში უნდა მოაწყოს პრეზენტაცია, სადაც საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ცოდნას პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად გააცნობს სხვა სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს. ასევე, მოეწყობა საჯარო დისკუსია ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა სასწავლებლებიდან და ნებისმიერ მსურველს ექნება დასწრების საშუალება.

6.        „აფხაზური და ოსური კულტურის დღეები" - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2014 წელს ჩაატარებს ღონისძიებას „აფხაზური და ოსური  კულტურის დღეები", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზური და ოსური  კულტურის პოპულარიზაციას, მის გაცნობას მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და აფხაზებისა  და ოსების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდული ანსამბლები და ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები, სადაც წარმოჩენილ იქნება:

აფხაზური/ოსური ფოლკლორი;

აფხაზური/ოსური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები;

აფხაზური/ოსური ტრადიციული ჩაცმულობა;

აფხაზური/ოსური კულინარია;

შედეგი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მაღალ დონეზე განხორციელება, იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში, აიმაღლონ ცოდნა არაფორმალური განათლების ფარგლებში. პროგრამა ხელს შეუწყობს ოკუპაციის შედეგად არსებული გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებასა და გააქტიურებას სოციალური და სპორტული მიმართულებით. დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია ქართველი ახალგაზრდების ცოდნისა და ინტერესის ზრდისაკენ კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხების მიმართ, პროგრამა გულისხმობს ამ მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.