სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები:  01.02.2014-30.12.2014

პრობლემა:

  • საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან სისტემატური ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობის სიმწირე;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში და საქართველოში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ქართველი ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის სიმცირე;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები ქართველი მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების საქართველოში დაბრუნების დაინტერესების ინსტიტუციონალური ხედვის არარსებობა;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს ახალგაზრდა მეგობართა ქსელის არარსებობა;

მიზანი: პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ახალგაზრდების პოტენციურ დამსაქმებლები,  შეიქმნება  საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების ერთიანი ბაზა, რომლითაც მოხდება საქართველოში დამსაქმებლების დაინტერესება.

პროგრამის საშუალებით შერჩეულ ,,ახალგაზრდა ელჩებს" შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები  ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • პირველი ეტაპი: „ახალგაზრდა ელჩის" ინსტრუქციის შექმნა;
  • მეორე ეტაპი: პროგრამის მიმდინარეობისას გამოცხადდება ღია კონკურსი მსოფლიოს 10 ქვეყანაში „ახალგაზრდა ელჩების" შესარჩევად. კონკურსის ფარგლებში შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. კომისია შეიმუშავებს კონკურსის კრიტერიუმებს და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით კონკურსს ჩაატარებს ორ ეტაპად (შემოსული აპლიკაციების განხილვა, გასაუბრება);

კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იმყოფებიან შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ავსტრია, ნორვეგია, ჰოლანდია, ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი. აღნიშნული ქვეყნების შერჩევა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად.

  • მესამე ეტაპი: კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩები" საქართველოში გამართავენ „ახალგაზრდულ ამბასადორიალს", რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან ჩვენი ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორის წარმომადგენლებს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური გაერთიანებები, შესრულდება ამ ღონისძიების უზრუნველსაყოფი სხვადასხვა მომსახურებები.
  • მეოთხე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი გრანტების დახმარებით, წინასწარ შედგენილი პროგრამისა და საკუთარი ინიციატივების საფუძველზე საშუალება მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა სახის პროექტები, რათა მოახდინონ საქართველოს პოპულარიზაცია უცხოეთში, მოიძიონ ინფორმაცია ადგილობრივ ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ. მათ აქტიური კავშირი ექნებათ ადგილობრივი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მყოფ ქართველ და უცხოელ თანატოლებთან. „ახალგაზრდა ელჩები" წარმოადგენენ ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც ასახული იქნება მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.
  • მეხუთე ეტაპი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შერჩეულ ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებთან ერთად უზრუნველყოფს, „ახალგაზრდა ელჩის" საქმიანობის მონიტორინგს.

შერჩეული „ახალგაზრდა ელჩები" თავისი საქმიანობის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ქართულ დიასპორებთან. „ახალგაზრდა ელჩების" მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, მოახდენს  ისტორიული, სამეცნიერო, სასკოლო და მხატვრული ლიტერატურის წიგნებით ქართული დიასპორების უზრუნველყოფას.

შედეგი: აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, „ახალგაზრდა ელჩები", შექმნილი ინსტრუქციის მიხედვით, მოახდენენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ, მოიძიებენ იქ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციას და მიაწვდიან შექმნილ ბაზას პოტენციურ დამსაქმებლებს და მოახდენენ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილობრივ ქვეყნებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელი.

წარმოდგენილი ანგარიშების შედეგად სამინისტროს ექნება ინფორმაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის შესახებ".

პროგრამის ფარგლებში საჭიროა სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა.