სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 20.02.14-30.12.14

პრობლემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  საზოგადოებისგან გარიყულობა,  კომუნიკაციის არ ქონა და საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება მათ მიმართ.

მიზანი:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია;
  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
  • კულტურულ-შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობის მოტივაცია;
  • ნიჭიერი ახალგაზრდების მოტივირება;
  • საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება შშმ პირთა თემაზე;
  • შშმ პირთა დასაქმება.

განხორციელების გზები: შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში და ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით 2014 წლის განმავლობაში დაგეგმილია და განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:

1.    სპორტული  და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის აქტივობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის:

  • მეკლდეურობა

ქვეპროგრამის ფარგლებში ყველანაირი შეზღუდვის მქონე  პირთათვის განხორციელდება 5 თვიანი სწავლება კლდეზე ცოცვაში. მწვრთნელები ვარჯიშს ჩაატარებენ კვირაში 3-ჯერ.  ახალგაზრდები შეისწავლიან სხვადასხვა სახეობის კლდეზე ცოცვას სირთულის  მიხედვით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის შეჯიბრში, ასევე  სპორტულ-ექსტრემალურ და ტურისტულ მარშრუტებში.

  • შაში ქვეპროგრამის ფარგლებში ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის განხორციელდება 5 თვიანი შაშის სწავლება, რომელსაც მოემსახურებიან მწვრთნელები. ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრებებში.
  • ელექტრონული სპორტი ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების ( IT) ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად უნარ-ჩვევებში. ინტერფეისის დეველოპმენტი, ვებ-დიზაინი და ვებ-ადმინისტრირება. ინტერფეისის დეველოპმენტი მოიცავს HTML-ის სრულყოფილ შესწავლას. კურსის განმავლობაში მსმენელი მოახდენს შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულ რეალიზაციას. მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს დახმარება ინსტრუქტორისგან ნებისმიერ დროს. მსმენელი შეისწავლის გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, დროის ეფექტურ განაწილებას და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებს. კურსი მიზნად ისახავს, მისი დასრულების შემდეგ მსმენელმა შეძლოს დამოუკიდებლად დაამზადოს ვებ-გვერდი, გაიღრმავოს მიღებული ცოდნა და დასაქმდეს.
  • ბადმინტონი - ქვეპროგრამის ფარგლებში ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის განხორციელდება 3 თვიანი სწავლება ბადმინტონში, რომელსაც მოემსახურება ორი მწვრთნელი. შშმ ახალგაზრდები შეისწავლიან ჩოგნის სწორ ჭერასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც ამ სპორტის სახეობაში გამოადგებათ. ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება ასევე შეჯიბრი.
  • პარაკალათბურთი - ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება 3 თვიანი სწავლება პარაკალათბურთში, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს უკვე შემდგარი ცნობილი კალათბურთელები. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ხერხემლის სხვადასხვა დაზიანების მქონე და ასევე ამპუტანტი ახალგაზრდების არჩევა, რომლებიც დაიყოფიან 2 გუნდად და შესაბამისი მომზადების შემდეგ გამართავენ სანახაობრივ და საინტერესო შეჯიბრს.
  • სპორტულ - გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი და ფესტივალი ასპინძაში. ფესტივალის ძირითადი მონაწილეები არიან ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების მენტალობის შეზღუდვის მქონე მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს/ცენტრებს. პროექტის არაპირდაპირი ბენეფიციარები არიან, აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თემების წარმომადგენლები ( დაახ. 400-500 ადამიანი) ჩატარდება სპორტულ- შემოქმედებითი ღონიძიებები , რომელიც 3 ნაწილისგან შედგება: სპორტული - ნორჩი მორაგბეების საჩვენებელი მატჩი და მხიარული სტარტები შშმ მოზარდების მონაწილეობით; შემოქმედებითი - გაიმართება საფესტივალო კინოჩვენება, რომელიც მენტალობის პრობლემის მქონე მოზარდებისა და ახლგაზრდების პრობლემატიკას ასახავს.

კულტურის სახლში  შედგება დისკუსია, რომელშიც კინოს და მასმედიის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას  მიიღებენ შშმპ-თა მშობლები და  მათ პრობლემებზე მომუშავე  სპეციალისტები, აგრეთვე, ადგილობრივი პედაგოგები, უფროსკლასელები, სტუდენტები.

2.    ხელოვნება და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები შშმ პირთათვის:

  • უსინათლოთა თეატრალური სპექტაკლი - ქვეპროგრამის ფარგლებში დაიდგმება სპექტაკლი ცნობილი მსახიობებისა და უსინათლო ახალგაზრდების მონაწილეობით.
  • თეატრალური დადგმა შშმ ახალგაზრდების მონაწილეობით - პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შშმ პირთა მონაწილეობით, დაიდგმება ინკლუზიური სპექტაკლი მრავალფეროვანი და მასშტაბური. დადგმა განხორციელდება ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"-ს მიხედვით.
  • თეატრალური დადგმა შშმ მოზარდებისთვის 4D ფორმატში - ღონისძიება გულისხმობს უსინათლო ბავშვებისთვის 4D სპექტაკლის დადგმას. სპექტაკლში გამოყენებული იქნება ე.წ. შეგრძნებითი ეფექტები. მაგ: წვიმა, ქარი, ყვავილების სურნელი, ზარები და სხვა.. რაც, ხელს შეუწყობს უსინათლო მაყურებელს სრულად შეიგრძნოს დადგმული პიესა. დადგმაში არ იქნებიან მსახიობები, მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ეფექტების შესაქმნელად
  • სახელობო სწავლება - პროექტის ფარგლებში ჩატარდება სამ თვიანი სასწავლო კურსი. ჯგუფთან იმუშავებს 2 ტრენერი და 1 დამხმარე ასისტენტი (შეზღუდული შესაძლებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე). ეტლით მოსარგებლე და მოძრაობის შეზღუდვის მქონე ბენეფიციარებს მოემსახურება ტრანსპორტი. ახალგაზრდები შეისწავლიან ხელნაკეთი სუვენირების დამზადებას.
  • 1 ივნისისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ჩვენ ვხედავთ მზეს" - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ყოველწლიური „მზის ფესტივალი - "ჩვენ ვხედავთ მზეს ". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი და საბავშვო ღონისძიებები. ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მერვედ ტარდება, განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან - სხვადასხვა ბავშთა სახლების მზრუნველობამოკლებული ბავშვები.

3.     არაფორმალური განათლება, სპეციალური გადამზადება და შემეცნებითი აქტივობები:

  • შშმ პირთა მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარები ცნობიერების ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის, მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის, და არქიტექტორებისთვის.

საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად ქვეპროგრამის ფარგლებში საზოგადოების სამ სეგმენტს ჩაუტარდება ტრენინგ-სემინარები, რომელშიც ისინი გაეცნობიან შშმ პირების შესახებ ინფორმაციას, ისწავლიან სწორ ტერმინოლოგიას, მართებულ ქცევას საზოგადოების იმ ფენასთან, რომელთანაც დღესდღეობით დიდი სტიგმის ფაქტორი არსებობს.

შშმ პირები თავად ჩაუტარებენ კურსს სტუდენტებს, ჟურნალისტებსა და არქიტექტორებს. რაც დაეხმარება მათ ცოდნის დონის ამაღლებაში, ეთიკური ნორმების დაცვით განაგრძონ და დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება და საქმიანობა.

  • პროფესიული ტრენინგები და გადამზადების კურსები შშმ პირთათვის.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სატრეინინგო კურსები ინკლუზიურ ტურიზმში და სხვადასხვა ხელსაქმის უნარ-ჩვევების შესაძენად.

მსმენელები შეისწავლიან:

  • საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს,
  • ტურისტული მარშუტების შედგენას,
  • კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობის ჩვევების გამომუშავებას.
  • ინტერნეტის საერთაშორისო ქსელში, საქართველოს ტურისტული პაკეტების გაყიდვის შესაძლებლობებსა და საშუალებებს.
  • სხვადასხვა პროფესიული ტრეინინგები:
  • ქვეპროგრამის ფარგლებში შშმ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ხელსაქმისა და დისციპლინის შემსწავლელი ხანმოკლე კურსები არაფორმალური განათლების ფარგლებში, რომელთა შედეგადაც შშმ ახალგაზრდები დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას და შეძლებისდაგვარად დასაქმდებიან.
  • რეგიონებში მდებარე შშმ პირთა სახლებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და საწვრთნელ-სატრეინინგო მომსახურეობა. ქვეპროგრამის მიზანია, რეგიონებში მდებარე შშმპ-ის სახლებისა და მათი ბენეფიციარების გააქტიურება და მოტივირება.
  • ელექტრონული ხმოვანი ბიბლიოთეკა უსინათლოთათვის - პროექტის მიზანია - ნაბეჭდი წიგნებისაგან word-ის ფაილის მიღება, რომლის მოსმენა შესაძლებელი იქნება უსინათლო ადამიანისთვის სინთეზატორის გამოყენებით. მიღებული ელექტრონული ვერსიები იქნება მუდმივი (არ ექვემდებარება ცვეთას). ამ პროექტით სარგებლობა შეეძლება 10000 უსინათლო ადამიანს.

წიგნები შერჩეული იქნება უსინათლოთა ასოციაციის მიერ გამოკითხვის შედეგად.

4.    მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღჭურვა, აპარატურის, განათების, სცენის, შეზღუდვის ტიპის მიხედვით ადაპტირება, ტრანსპორტირება, ბეჭდვა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა

ქვეპროგრამის ფარგლებში შშმ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველა პროგრამაში.

მათთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო რაც მათ პროგრამებში ჩართულობასა და გააქტიურებას გამოიწვევს.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება სცენის, აპარატურის, განათების უზრუნველყოფა და           სატრანსპორტო მომსახურეობის გაწევა, ასევე ბეჭდური და მუსიკალური საქონლის შექმნა.

შედეგები:

  • შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის სტიმულირება;
  • შშმ პირთა გააქტიურება და მოტივირება;
  • ნიჭიერი შშმ პირების გამოვლენა და მათი წახალისება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია შშმ პირებში.