სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კანონმდებლობის განვითარება

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები:  01.02.2014 - 30.12.2014

პრობლემა: კანონმდებლობის დახვეწა, როგორც სპორტის ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა, ბოლო დრომდე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. მოქმედი კანონმდებლობა ვერ პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

მიზანი: პროგრამის მიზანია სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,  სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

განხორციელების გზები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო   საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და მკვლევარების მონაწილეობით, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას  წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც მიმართული იქნება სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და სრულყოფისაკენ.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდობის შესახებ არსებული კანონმდებლობის სრულყოფისა და სისტემატიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნა.

საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, საქართველოს პარლამენტში შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის.

პროგრამის ფარგლებში მოეწყობა გასვლითი სამუშაო შეხვედრები, განხორციელდება საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები და კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად, როგორც სპორტის ასევე ახალგაზრდობის სფეროში პარლამენტი დაამტკიცებს ახალ საკანონმდებლო ბაზას, რაც დაარეგულირებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას.