სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.02.2014 - 30.12.2014              

პრობლემა: წლების განმავლობაში არ არსებობდა არაფორმალური განათლების ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რის საფუძველზეც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება მიეცემოდათ. პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური განათლების მიწოდებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და გადამზადებული მწვრთნელების არსებობა.

მიზანი: პროგრამის მიზანია მიმდინარე წელს შემუშავდეს არაფორმალური განათლების სახელმწიფო პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ დონეზე შესწავლილ იქნას ინფრასტრუქტურის ფაქტიური მდგომარეობა. გადამზადდეს არაფორმალური განათლების მწვრთნელები. გააქტიურდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. წახალისდეს და მხარი დაეჭიროს მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზაციას.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ახელმწიფო არაფორმალური განათლების პროგრამა - პროგრამა გულისხმობს ერთიანი არაფორმალური განათლების პროგრამის შექმნას, რომელიც განხორციელდება არაფორმალური განათლების ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველ ეტაპზე განხორციელდება არაფორმალური განათლების ცენტრებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესწავლისათვის აუცილებელი ღონისძიებები, პარალერულად შეიქმნება რამდენიმე თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს არაფორმაული განათლების ერთიან პროგრამას, პროგრამა განხორციელდება არაფორმალური განათლების ცენტრებში მუნიციპალურ დონეზე, რომელიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. პროგრამის მეორე ეტაპზე მოხდება არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი კადრების გადამზადება მუნიციპალიტეტებისათვის. არაფორმალური განათლების ერთიანი პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2.    ახალგაზრდულ სფეროში წლის ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება - პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება და მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისგან შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც განსაზღვრავს წლის განმავლობაში გამოსავლენ ახალგაზრდულ ნომინაციებს, გამოაცხადებს კონკურსს, შეაფასებს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. 

წლის ბოლოს გაიმართება  ნომინაციების მიხედვით გამოვლენილი  გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია,  სადაც  ისინი  დასაჩუქრდებიან სიგელებით და ფასიანი ნივთებით. პროგრამის ფარგლებში მოხდება საქონლისა და მომსახურების შეძენა.

3.       საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი - ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ფორუმის მიზნები:

  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების შორის დიალოგის ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაცია და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ სიახლეების გაცნობა და დისკუსია

ფორუმი გაიმართება პლენარული სხდომისა და ღია სივრცის ფორმატში. პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო, მომსახურებისა და საქონლის შეძენა.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი გამოგონებები და მიღწევები წარუდგინონ ფართო საზოგადოებას.

4.    „ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ონლაინ კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ" - ევროსაბჭომ 2012 წელს დაიწყო მასშტაბური კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ონლაინ სივრცეში. ამ კამპანიაში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აქტიურად არიან ჩართულნი. საქართველოში ამ ინიციატივის განხორციელებას ხელმძღვანელობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოებაში გააღვივოს ერთსულოვნება და ტოლერანტობა განსხვავებული ადამიანების, ეთნიკური და რელიგიური  უმცირესობების და სხვათა  მიმართ. გარდა ამისა კამპანიის აქტიურად და წარმატებით წარმართვა ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის, რადგან იგი საერთო ევროპული კამპანიის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში კამპანიის ეროვნული კომიტეტი, შეიმუშავებს და დაამტკიცებს კამპანიის ერთ წლიან სამოქმედო გეგმას.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება ცნობილი ჯგუფის "Orphaned Land"-ის კონცერტის გამართვა, რომელიც მსოფლიო ტურნეს ფარგლებში და სპეციალურად ამ აქციაში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩამოდის საქართველოში.

აგრეთვე ამ აქციაში ქართული მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. იგეგმება უპრეცედენტო შოუ ყველაზე თანამედროვე აუდიო და განათების სისტემების გამოყენებით.

აქციის მიზანია პროტესტი ნებისმიერი სახის ძალადობის მიმართ. ვაპროტესტებთ ომს, აგრესიას ახალგაზრდებში, ძალადობას ოჯახში და ა.შ. აქციის მთავარი გზავნილია „მუსიკა მშვიდობის მხარდასაჭერად და არა ძალადობას". ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მუსიკოსები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. პროგრამის ფარგლებში საჭიროა აპარატურით მომსახურების შეძენა.

  • დამზადდება და დაიბეჭდება კამპანიის სხვადასხვა ბრენდირებული მასალა.
  • კამპანიის ფარგლებში მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების წახალისება
  • კამპანიის ფარგლებში მოხდება საწვრთნელ სატრეინინგო, საქონლისა და მომსახურების შეძენა

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად შეიქმნება არაფორმალური განათლების ერთიანი პროგრამა, რომელის განხორციელება დაიწყება შემოდგომიდან უკვე არსებულ არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრებში. გამოვლინდება სხვადასხვა ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებული სუბიექტები. პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.