სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა

თარიღი: 2014 მარტი 27

ვადები: 01.02.2014 - 30.12.2014

პრობლემა: სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სამინისტროს პრიორიტეტია. დაკვირვებიდან გამომდინარე მრავალ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ნიჭის გამოვლენის და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენების საშულება, ისინი არ მისდევენ სპორტს.

მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, პრობლემიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებისაკენ. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    თამბაქოს საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანია. კამპანიის შესახებ შედგება მედია-გეგმა- პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, არაფორმალურ გარემოში გაიმართება შეხვედრა ჟურნალისტებთან და ტელე-პროდიუსერებთან, დაიგეგმება პროგრამის მედია გაშუქება მინიმუმ 10-ჯერ, მოწვეულ იქნებიან დარგის ექსპერტები და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ორგანიზატორები. 31 მაისს აღინიშნება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე. თამბაქოს მავნებლობის თემაზე გაიმართება სხვადასხვა კონკურსები და ინტენსიური სოციალური მედია კამპანიები. გავრცელდება ინფორმაცია მწეველთა და არამწეველთა უფლებებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ბეჭდური მასალის შემუშავება, ბეჭდვა და გავრცელება
  • ბლოგერების კონკურსის გამართვა
  • მოხალისეების მონაწილეობით მასშტაბური ფლეშ-მობის დადგმა
  • შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაცია, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შესახებ.
  • გაიმართება სპორტული ჩემპიონატი ახალგაზრდობის თასზე სხვადასხვა სპორტულ სახეობებში - ჯომარდობა, ველოსპორტი და სხვა
  • მოხდება საწვრთნელ-სატრეინინგო მომსახურების შეძენა
  • სპორტული ნახევარ მარათონის და მარათონების ორგანიზება
  • ალპინიადა - მიშა ხერგიანის ხსოვნის დღე სვანეთში

2.    ,,სტუდენტური დღეები 2014" - სტუდენტური დღეების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.  სტუდენტურ  დღეებს აქვს კონკურსის სახე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ჩაივლის შემდეგი სლოგანით „ახალგაზრდობის მხარდაჭერის წელი".

სტუდენტური დღეების ფარგლებში,  2014 წლის აპრილ-მაისსი თვეში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები მეცნიერების, სპორტისა და ხელოვნების დარგებში, სადაც  უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გარდა ამისა, სტუდენტურ დღეებზე მოსულ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო ღონისძიებებში, გასართობ კონკურსებსა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში.

სტუდენტური დღეები გაიხსნება კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული საესტრადო შემსრულებლები. სტუდენტური დღეების დახურვაზე კი დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კონკურსებში გამოვლენილი გამარჯვებულები და წარმოადგენენ ნომრებს.

ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, ჩატარდება საინფორმაციო კამპანია,  დამზადდება პლაკატები, ბანერები და გამოიკვრება უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, თბილისის მასშტაბით განთავსდება ბილბორდები და ქალაქის ცენტრში არსებულ სარეკლამო მონიტორებზე გაშუქდება სტუდენტური დღეების სარეკლამო ვიდეორგოლი.

3.    კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა  - პროგრამა მოიცავს საქართველოს ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე სტუდენტური ჯგუფების გამგზავრებას ამ ძეგლების აღდგენებისა და რეაბილიტაციის მიზნით. პროგრამა განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და სტუდენტურ თვითმმართველობებთან კოორდინაციით.

პროგრამის ფარგლებში ათობით სტუდენტს საშუალება ექნება მოინახულოს ისტორიულ კულტურული ძეგლები და თავის წვლილი შეიტანოს კულტურული მემკივდრეობის მოვლა-შენარჩუნებაში. აღნიშნული სახის პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში წარმატებით ხორციელდებოდა. აღნიშნული ტრადიცია სამინისტროს ინიციატივით კვლავ აღდგება და განხორციელდება.

4.    ინტელექტუალური მედიაპროექტი „ეტალონი" - მედიაპროექტი „ეტალონი" უკვე მე-7 წელია წარმატებით ხორციელდება საქართველოს სატელევიზიო სივრცეში. პროექტ "ეტალონში" ჩართული არიან მთელი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდები, სტუდენტები, მათი მშობლები და პროფესორ მასწავლებლები.

პროექტ „ეტალონში" მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყნის ნებისმიერი სკოლის VIII , IX ,X, XI და XII კლასის მოსწავლეს. მონაწილეს შეუძლია თითოეულ დასმულ კითხვაზე, ოთხი სავარაუდო პასუხიდან, 15 წამის განმავლობაში გასცეს სწორი პასუხი. 

პროექტში გამარჯვებულს დაენიშნება ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია, ხოლო ყოველი სასწავლო წლის ბოლოს გადაცემაში ვლინდება „წლის ეტალონი მოსწავლე" და „წლის ეტალონი მასწავლებელი".

5.    ინტელექტის დღე - პროგრამა განხორციელდება ცნობილი თამაშის „რა? სად? როდის?" მსგავსი კონკურსის სახით. პროგრამაში მონაწილეობას საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლა შეძლებს. ამისათვის სკოლებმა უნდა წარმოადგინონ 6 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული გუნდი.

მონაწილე გუნდები რეგისტრაციას ელექტრონულად გაივლიან, ხოლო უშუალოდ თამაშზე წარმოადგენენ წერილს სკოლის ადმინისტრაციიდან, სადაც მითითებული იქნება მონაწილეთა სახელი, გვარი და პირადი მონაცემები.პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე მოეწყობა საინფორმაციო კამპანია, რომლის საშუალებითაც სკოლები მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ.

ინტელექტუალური თამაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდება. დასმული იქნება ერთი და იგივე კითხვები. თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება გამარჯვებული. მუნიციპალიტეტში გამარჯვებულები ერთმანეთს თბილისში ეროვნულ ფინალზე შეხვდებიან. გამარჯვებული გუნდები პროგრამის ფარგლებში სპეციალურად დაწესებულ პრიზებს მიიღებენ.

შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად ამაღლდება ახალგაზრდების სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის დონე, გამოვლინდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები სპორტის, კულტურის და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით.