სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

აირჩიე შენი პროფესია

თარიღი: 1999 ნოემბერი 30

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამაზე.

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა   მიზნად ისახავს  დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და  პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში.   აღნიშნული პროექტის საშუალებით, მოზარდები შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენას და პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროს შერჩევას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას.  

2013 წლის 23 დეკემბერს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შექმნილი პროფესიული  ორიენტაციის  ინტერაქტიული  ვებ-გვერდის - http://myprofession.ge/ პრეზენტაცია გაიმართა.

ვებგვერდი www. myprofession.ge  ახალგაზრდებს დაეხმარება მათი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად, აირჩიონ მომავალი პროფესია. ამ ვებგვერდისთვის სპეციალურად ადაპტირდა პროფესიული ორიენტაციის სფეროში კლასიკად მიჩნეული ჰოლანდის თვითსაკვლევი კითხვარი", ასევე, ,,პროფესიული გადაწყვეტილების მიღების კითხვარი" (ოსიპოვი). ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდზე განთავსებული ტესტების შევსება, შედეგების ხილვა და მასზე დაყრდნობი გადაწყვეტილების მიღება.