სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თემატური ჯგუფის სპორტული განათელება და მეცნიერება, სპორტული მედიცანა - შეხვედრა

თარიღი: 2014 აპრილი 01

ზოგადად სპორტის სფეროში დიდი პრობლემებია. პრობლემებია განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ეს დღეისათვის ყველასათვის ცნობილი ფაქტია, პრობლემებია  სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებითაც. ცხადია ამ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავჭრით, ამიტომ პირველ რიგში მოსაწესრიგებელია სპორტის სფეროს სამართლებრივი მხარე.

სპორტის სფეროს პროგრესის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი განათლება და მეცნიერებაა.

სპორტის სფეროს პედაგოგებს და მწვრთნელებს, სპეციალისტებს  ამზადებენ უმაღლესი სასპორტო აკადემიური ან საშუალო პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ჩვენ რომ მივაღწიოთ სპორტული განათლების სისტემის მდგრადობსა და უწყვეტობას აუცილებელია:

  • ზოგადად, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ძირფესვიანად მოხდეს, როგორც სპორტული უმაღლესი ისე საშუალო სპეციალური განათლების რეფორმა;
  • სასწავლო გეგმების, მეთოდიკის მოდერნიზაცია, ახალი სახელმძღვანელოების შექმნა;
  • ფიზიკური აღზრდის ორგანული ინტეგრირება ზოგადი განათლების სისტემაში;
  • საშუალო, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს საგანამანათლებლო დონეზე კადრების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • შესაბამის სასწავლებელთა ტექნიკური გადაიარაღება.

სპორტში მეცნიერთა ჩართვის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ფუნდამენტური კვლევები ისეთი მიმართულებებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ  სხვადასხვა ასაკისა და სქესის სპორტსმენთა  დაოსტატების შემდგომ სრულყოფასა და უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევას,  რისთვისაც უპირველეს ამოცანათა რიგში განიხილება:

  • მეცნიერული გამოკვლევებისთვის დაფინასების ზრდა;
  • სამეცნიერო ფუნდამენტური ბაზისთვის საფუძვლის შექმნა;
  • დროებითი სამეცნიერო ჯგუფების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად და შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
  • დროებითი სამეცნიერო ჯგუფების პერიოდული მუშაობის ხელშეწყობა ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან და წევრებთან მნიშვნელოვანი ოფიციალური საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრებებისთვის მზადებასა და მონაწილეობისათვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების საქმეში სპორტული მედიცინისა  და ფიზიკური რეაბილიტაციის სტრატეგიისა და სრულყოფის საკითხების მოგვარება.

 დღეისათვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარება ახალ, ძალზე მაღალ მოთხოვნებს  უყენებს სპორტული მედიცინას. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მწვრთნელებისა და ექიმების გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება, რომელიც უნდა განხორციელდეს ახლებური მიდგომით, რომელიც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიასტთან, ერთად მედიცინის ფუნდამენტურ ცოდნასაც ითვალისწინებს.

საყოველთაოდ ცნობილია,  რომ  სპორტული მედიცინის მომსახურების ძირითადი მიზანია:

  • სპორტსმენთა ჯანმრთელობის განმტკიცება და დაცვა, უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრა;
  • სპორტსმენის ორგანიზმის ადაპტირების შესაძლებლობათა ზრდა და სამედიცინო დიაგნოსტიკის განვითარება, სარეაბილიტაციო ზომების მიღება სპორტსმენთა ფუნქციონალური მზადყოფნისათვის;
  • სპეციალური სამედიცინო დაცვის უზრუნველყოფა სპორტულ შეჯიბრებებში როგორც ქალების, ისე მოზარდებისა და ბავშვების მონაწილეობისთვის მათი ბიოლოგიური მონაცემებისა და ასაკის შესაბამისად;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა მათი შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • დიაგნოსტიკური ტექნიკისა და სამკურნალო მომსახურების განვითარება, სპორტსმენთა მკურნალობა, პროფილაქტიკა დაავადებათა თავიდან ასაცილებლად;
  • დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
  • მწვრთნელების, სპორტსმენებისა და სპორტის სპეციალისტების სამედიცინო განათლების დონის ამაღლება.

ამ სამი მიმართულების ირგვლივ უნდა ვიმუშაოთ და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი დასკვნები, რომლებიც ჩაიწერება კანონში.  ძველ კანონში  გარკვეული მინიშნებები არის ზემოთ მოყვანილი მიმართულებების შესახებ, მაგრამ შესატანია  ახალი პუნქტები დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით.

მიმაგრებული დოკუმენტები :
2013.09.26 - შეხვედრის ოქმი
2013.10.15 - შეხვედრის ოქმი
2013.10.30 - შეხვედრის ოქმი