სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბერლინის დეკლარაცია

თარიღი: 2014 აპრილი 01

1.  კვლავ ადასტურებენ რა,  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ იუნესკოს საერთაშორისო  ქარტიითა  და  ოლიმპიური  ქარტიით  დაცულ  ფუნდამენტურ პრინციპებს;

2.  ითვალისწინებენ  რა, 2012  წლის  28  ნოემბერს  გაეროს  გენერალური  ასამბლეის მიერ  მიღებულ  67/17  რეზოლუციას,  რომელიც  აღიარებს  სპორტის პოტენციალის  წვლილს  ,,ათასწლეულის  განვითარების  მიზნების"  მიღწევაში, მდგრად განივათერებასა და მშვიდობაში;

3.  მხედველობაში  იღებენ  რა,  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  საერთაშორისო დებულებებს,  მათ  შორის,  გაეროს  კონვენციას  ,,ქალთა  დისკრიმინაციის  ყველა ფორმის  აღმოფხვრის  შესახებ",  გაეროს  კონვენციას  ,,შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირთა  უფლებების  შესახებ",  გაეროს  კონვენციას ,,ბავშვთა  უფლებების  დაცვის  შესახებ",  იუნესკოს  კონვენციას  ,,განათლების სფეროში  დისკრიმინაციასთან  ბრძოლის  შესახებ"  და  იუნესკოს  კონვენციას „სპორტში დოპინგთან ბრძოლის შესახებ";

4.  კვლავ ადასტურებენ რა, რომ ყველა ინდივიდს აქვს შესაძლებლობა დაშვებულ იქნას  და  მონაწილეობა  მიიღოს  სპორტში,  როგორც  მისი  ფუნდამენტური უფლება  განურჩევლად  ეთნიკური  წარმომავლობის,  სქესის,  ასაკის,  ფიზიკური თუ  გონებრივი  შეზღუდულობის  შესაძლებლობის,  კულტურული  თუ სოციალური  ფონის,  ეკონომიური  რესურსების,  გენდერული  იდენტობის  თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

5.  აღიარებენ  სპორტის  უნიკალურ  პოტენციალს  სოციალური  ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

6.  ყურადღებას ამახვილებენ პრევენციის მნიშვნელობასა და სპორტის ძირითადი ღირებულებების  შესახებ  ცნობიერების  ამაღლებასა  და  სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის ხელშეწყობაზე;

7.  ხაზს  უსვამენ,  უწყვეტი  ხარისხიანი  განათლების  და  ფიზიკური  განათლების ტრეინინგების,  სპორტის  მასწავლებლებისა  და  მწვრთნელების უმნიშვნელოვანეს  როლს.

8.  შეშფოთებას  გამოხატავენ  რა,  მრავალი  ქვეყნის  უმოქმედობით, განახორციელონ  საქმიანობა  ფიზიკური  განათლებისა  და  სპორტის პოლიტიკის სფეროში;

9.  აცნობიერებენ  რა,  პრიორიტეტებისა  და  ამოცანების  სხვადასხვაობას,  რაც განსაზღვრავს  მთავრობის  მიერ  რესურსების  განაწილებას  ფიზიკურ  აღზრდა- განათლებასა და სპორტის პროგრამებზე;

12. ყურადღებას  ამახვილებენ  რა,  რომ  მიზნობრივი  ფიზიკური  აღზრდა  და სპორტული  პოლიტიკა  უნდა  განვითარდეს  ყველა  დაინტერესებული  მხარის მიერ,  მათ  შორის,  სპორტის,  განათლების,  ახალგაზრდობისა  და  ჯანდაცვის ეროვნული  ადმინისტრაციების,  მთავრობათაშორისი  და  არასამთავრებო ორგანიზაციების,  სპორტის  ფედერაციებისა  და  ათლეტების  და  ასევე,  კერძო სექოტორისა და მედიის მიერ;

15. ხაზს  უსვამენ  რა,  დამატებითი  კვლევების  საჭიროებას,  მტკიცებულებებზე დაფუძნებულ  პოლიტიკას  და  ცნობიერების  გაზიარებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;

მიმაგრებული დოკუმენტები :
2013.10.04 - შეხვედრის ოქმი
2013.10.18 - შეხვედრის ოქმი
2013.10.25 - შეხვედრის ოქმი
ბერლინის დეკლარაცია
კანონი სპორტის შესახებ
ევროპის სპორტის ქარტია და ეთიკის კოდექსი