სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქართული ენის უფასო ონლაინ სწავლება

თარიღი: 2014 ნოემბერი 26

2014 წლის მანძილზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი შემეცნებით ინტერნეტ პორტალ www.teach.ge -სთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

სამინისტროს დაფინანსებით საიტზე შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის პროცესის გამარტივების მიზნით.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსდა რუსულ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული სასწავლო ონლაინ გაკვეთილები. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით. 

საიტის მომხმარებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

http://teach.ge/Users/registration

და ტესტების გამოსაყენებლად საიტზე შესვლის დროს გაიარონ ავტორიაზაცია.

საიტის მოხმარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვიდეო რგოლში