სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული არასათავრობო ორგანიზაციების განვითარებაში, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ღია დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობისათვის. რეგიონებში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და  ახალგაზრდებთან შეხვედრებმა გამოკეთა, სახელმწიფოს მხირდან მოხალისეობის მხარდაჭერის აუცილებლობა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  სპორტული,  კულტურული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - წახალისება, მათი თავისუფალი დროის რაციონალურად და სწორად დაგეგმვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაანალიზების უზრუნველყოფა. ასევე, მათი სოციალური დაცვისა  და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს, სარეკომენდაციო მასალების, საკვლევი ინსტრუმენტების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით. ასევე, ხელი შეუწყოს მშობლების სწორი მიმართულებით ჩართვას ახალგაზრდების პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი მათი დაინტერესება, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელის შეწყობა, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობის ახალგაზრდულ  პროექტებში; ახალგაზრდული ორგანიზაციების  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქმიანობენ;

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ აქტივობებსა თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში, რომელიც დაეხმარება მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების  წესის  გათავისებაში.

საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სახრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია.

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საშუალებით, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  მიმართ სტიგმა, კომუნიკაციის არ ქონა საზოგადოების სხვადასხვა თემებს შრის, შშმ პირთა მიმართ არასწორი დამოკიდებულება და ცნობიერების დაბალი დონე.

კანონმდებლობის დახვეწა, როგორც სპორტის ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა, ბოლო დრომდე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. მოქმედი კანონმდებლობა ვერ პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

წლების განმავლობაში არ არსებობდა არაფორმალური განათლების ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რის საფუძველზეც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება მიეცემოდათ. პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური განათლების მიწოდებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და გადამზადებული მწვრთნელების არსებობა.

სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სამინისტროს პრიორიტეტია. დაკვირვებიდან გამომდინარე მრავალ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ნიჭის გამოვლენის და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენების საშულება, ისინი არ მისდევენ სპორტს.