სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა 

ვადები: 01.02.2015 - 30.12.2015

პრობლემა: სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა სამინისტროს პრიორიტეტია. დაკვირვებიდან გამომდინარე მრავალ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ნიჭის გამოვლენის და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენების საშულება, ისინი არ მისდევენ სპორტს.

მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, პრობლემიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ინტენსიური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებისაკენ. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, სტუდენტური დღეები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსები და სხვა

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ,,სტუდენტური დღეები 2015"  - აპრილი - მაისი

2.    კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა - ივლისი-აგვისტო

3.    ინტელექტუალური მედიაპროექტი „ეტალონი" მთელი წლის განმავლობაში სატელევიზიო ეთერით

4.    ინტელექტის დღე - მაისი