სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

არაფორმალური განათლების განვითარების პროგრამა

ვადები: 01.02.2015 - 30.12.2015

პრობლემა: წლების განმავლობაში არ არსებობდა არაფორმალური განათლების ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რის საფუძველზეც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების საშუალება მიეცემოდათ. პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური განათლების მიწოდებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და გადამზადებული მწვრთნელების არსებობა.

მიზანი: პროგრამის მიზანია მიმდინარე წელს შემუშავდეს არაფორმალური განათლების სახელმწიფო პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ დონეზე შესწავლილ იქნას ინფრასტრუქტურის ფაქტიური მდგომარეობა. გადამზადდეს არაფორმალური განათლების მწვრთნელები. გააქტიურდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. წახალისდეს და მხარი დაეჭიროს მოხალისეობის ინსტიტუტის პოპულარიზაციას.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ახელმწიფო არაფორმალური განათლების პროგრამა - მთელი წლის განმავლობაში

2.    ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება -  მთელი წლის განმავლობაში