სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

პრობლემა:  არსებობს არაერთი პრობლემა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში,  რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ცხოვრებაში.

მიზანი:  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია დამყარებული თანასწორობის პრინციპებზე, სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, აქტიური მოქალაქეობის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ეთნიკური უმცირესობების როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მათ მოქალაქეობას მეტი სოციალური ფუნქცია მივანიჭოთ, განსაკუთრებით გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების კონკურენტუნარიანობის დონე დასაქმების საკითხებში.

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    ტრენინგი „ახალგაზრდა მეწარმე"  აპრილი-ივნისი
2.    რადიო ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია - მაისი
3.    არქეოლოგიური ექსპედიცია - ივლისი-აგვისტო
4.    ლექცია დებატები „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" - სექტემბერი-ოქტომბერი
5.    ტრენინგი „აქტიური ახალგაზრდობა და თავისუფალი სივრცე"  - ივნისი
6.    ქართული ენის ელექტრონული/დისტანციური უფასო სწავლება ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის - მარტი-მაისი
7.    მუსიკალური და ქორეოგრაფიული ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ" - ოქტომბერი
8.    ლიტერატურული კონკურსი - ოქტომბერი
9.    ექსკურსიები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თბილისში და გაცვლითი ახალგაზრდული  ტურისტული მარშუტები რეგიონებში - მაისი-ივნისი
10.  სახელობო განათლება და სასწავლო კურსები - მთელი წელი
11.  რადიო სპექტაკლების დადგმა  - მარტი-მაისი