სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა

ვადები:  01.02.2015 - 30.12.2015

პრობლემა: საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციის შედეგად, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიასა და სახრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. კავშირის ერთადერთი საშუალება კი, არაფორმალური დიალოგის პროცესია.

იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, არ აქვთ სპორტულ და სოციალურ აქტივობებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება.

მიზანი: პროგრამის მიზანია ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება არსებული კონფლიქტებით და მათი ინიციატივებისა და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების უპირობო საშუალებაა. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს შეექმნათ პირობები სპორტულ და სოციალურ აქტივობებში ჩართულობის, არაფორმალური განათლების მისაწვდომობა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

განხორციელების გზები:

1.    იძულებით გადაადგილებული და ოკუპაციის შედეგად არსებული გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის პროგრამა. მარტი-ნოემბერი
2.    ერთობლივი სასწავლო ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ და ქართული იურისდიქციის ქვეშ არსებულ  ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კონფლიქტის გამოცდილების მქონე ქვეყანაში. (თანადაფინანსებით) - აგვისტო
3.    "ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამა" სექტემბერი-ოქტომბერი
4.       აკაკი წერეთლის „გამზრდელის" აუდიო ვერსიის მომზადება - მარტი-მაისი
5.       სადისკუსიო პლატფორმის შექმნა მშვიდობის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით. - მთელი წელი