სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა

ვადა: 01.04.2015 - 30.12.2015

პრობლემა: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სახელმწიფოების დონეზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა და მათი ინტეგრაცია ევროპულ ახალგაზრდულ სტრუქტურებში. მხარდაჭერილი იქნება ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული პროექტების პოპულარიზაცია. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიხედვით სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპს ახალგაზრდობის მიმართულებით წარმოადგენს - საერთაშორისო თანამშრომლობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. "საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცნობიერებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების, ნატო-ს, აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს როლს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. ასევე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  რეგიონულ თანამშრომლობას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას". (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა)

მიზანი: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის პრესტიჟის ამაღლება, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო დონეზე ხელის შეწყობა, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული თანამშრომლობის ახალგაზრდულ  პროექტებში; ახალგაზრდული ორგანიზაციების  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება, რომლებიც საერთაშორისო დონეზე საქმიანობენ;

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - გამარჯვებულის გამოვლენა - მაისი, გაეროში ვიზიტი ოქტომბერი, ეროვნული ტური- მაისი ოქტომბერი
2.    აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად დაგეგმილი ღონისძიებები - დასაზუსტებელია
3.    სომხეთსა და საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად დაგეგმილი ღონისძიებები - დასაზუსტებელია

4.    გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან  ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება - დასაზუსტებელია

5.    „ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ონლაინ კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ" - მთელი წელი (საინფორმაციო კამპანია)