სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა  მსჯავრდებულების  რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა  

ვადები: 01.02.2015 - 30.12.2015              

პრობლემის განსაზღვრა:  არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეფიციტს. მსჯავრდებულებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესები, მათ ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება, ნევროტულობა ქცევებში, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მიდრეკილება ასოციალური ქცევებისაკენ. აუცილებლობას წარმოადგენს მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით ღონისძიებების/აქტივობების განხორციელებით, რის საფუძველსაც იძლევა გასული ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსჯავრებულების საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

მიზანი:  პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი მათი დაინტერესება, აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება, გარე სამყაროსადმი სწორი ორიენტაციის შემუშავება, მავნე ჩვევების გაცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

განხორციელების გზები: პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას რამდენიმე მიმართულების განხორციელებით., როგორიცაა:

  • სარეაბილიტაციო და დანაშაულის პრევენციის მიზნით სპორტში აქტიურად ჩართვა;
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;
  • ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, სწავლების, აქტივობების განხორციელება;
  • საზოგადოების წევრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან, ფსიქოლოგებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება.

მთელი წელი