სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

მოსწავლე-ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

ვადები: 01.02.2015 - 30.12.2015

პრობლემა: თანამდეროვე მსოფლიოში ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისეული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ცვალებად ბაზართან ადაპტირება წარმოადგენს. შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა,  შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდებსა თუ ზრდასრულებს უჭირთ პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. ისინი ხშირად იღებენ გაუზრებელ პროფესიულ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოოდ არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციების არმქონე კადრების სიჭრბეს განაპირობებს, რაც თავის მხრივ აისახება ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობაზე.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით, მიუხედავად წინგაგადგმული ნაბიჯებისა, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები, კვლავ მწირია საკონსულტაციო ინსტრუმენტები. პრობლემას წარმოადგენს პროფორიენტაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობა. ასევე.  გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი მშობელთა ინფორმირების კუთხით.

მიზანი: პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევის, კომპეტენციების ათვისების, განვითარებისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში შექმნილი ვებ-გვერდისა და სახელმძღვანელოს, სარეკომენდაციო მასალების, საკვლევი ინსტრუმენტების, საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროფესიის შესახებ შექმნილი ვიდეორგოლების საშუალებით. ასევე, ხელი შეუწყოს მშობლების სწორი მიმართულებით ჩართვას ახალგაზრდების პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს.

განხორციელების გზები:  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.       პროფსაკონსულტაციო ტესტის შეძენა, ადაპტირება, და www. myprofession.ge-ზე განთავსება: ნოემბერი

2.       ვიდეორგოლები პროფესიების შესახებ: სექტემბერი-ნოემბერი

3.       პროექტის PR სტრატეგიის განხორციელება მთელი წელი