სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

ვადები: 01.02.2015 - 30.12.2015

პრობლემა:

სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში მრავალი სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და ე.წ ,,ქუჩის ბავშვი" და ახალგაზრდა ცხოვრობს. მზრუნველობამოკლებულია ბავშვი, რომელიც ვერ იკმაყოფილებს საბაზისო  მოთხოვნილებებს, ანუ ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები, ხოლო ე.წ. ,,ქუჩის ბავშვი" - მზრუნველობამოკლებული ბავშვია, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, ან თუ აქვს, წამოსულია იქიდან.

პრობლემატურია საკითხი საზოგადოების, მზრუნველობამოკლებულ და ქუჩის ბავშვებს შორის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოება ვერ აცნობიერებს საკუთარ დანაშაულს და როლს ამ ბავშვების წინაშე და მათი დამოკიდებულება ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია. ზოგს ეცოდება, ზოგს ეშინია, ნაწილი კი შეურაცხოფას აყენებს მათ. რაც შეეხება ,,ქუჩის ბავშვებს", მათთან დაკავშირებით საქმე გაცილებით რთულადაა. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ არიან ჩართული არცერთ სახელმწიფო პროგრამაში, შესაბამისად არ ფინანსდებიან და ვერ იღებენ განათლებას.

ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და დაცვა სახელმწიფოსაგან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად. 

 მიზანი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია სამინისტროს კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საფუძველზე (სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების, სახელობო სწავლებების მეშვეობით) ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონის ამაღლება, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა,  სპორტული,  კულტურული და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - წახალისება, მათი თავისუფალი დროის რაციონალურად და სწორად დაგეგმვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაანალიზების უზრუნველყოფა. ასევე, მათი სოციალური დაცვისა  და დასაქმების ხელშეწყობა.

განხორციელების გზები:

                პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

  • პროგრამის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისათვის ინტენსიური მოსამზადებელი კურსის განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. პროგრამის ფარგლებში მოხდება: რეპეტიტორების შერჩევა, საჭირო ინვენტარის შეძენა, მონიტორინგი.
  • არაფორმალური განათლების მიმართულებით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ასევე ე.წ. ,,ქუჩის ბავშვებისათვის" მოეწყობა სხვადასხვა პროფესიული სახელობო სწავლებები, საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგ-სემინარები, ერუდიციის (ზოგადი განათლების) ამაღლების კომპლექსური კურსის სწავლება და სხვა;
  • განხორციელდება მრავალი კულტურულ - შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, მოეწყობა თეატრალური დადგმები, სპორტული ტურნირები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გრძელვადიანი წვრთნების/სწავლებების უზრუნველყოფა. ბავშვებისათვის საინტერესო და სასურველი ცეკვებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლა. მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ, სახელობო სწავლებების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვების მოწყობა და სხვა. ასევე, მოეწყობა ექსკურსიები სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროების შემთხვევაში მოხდება სხვადასხვა ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენა.
  • ქალაქში არსებულ სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებში დაიდგმება სპეციალური ,,საშემგროვებო ურნები", სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მოათავსონ ტანსაცმელი, პროდუქტი, სათამაშოები, რაც შემდგომში დაურიგდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

 

მთელი წელი