სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოხალისეობის განვითარების პროგრამა

თარიღი: 2015 თებერვალი 18

მოხალისეობის განვითარების პროგრამა

ვადები:  01.03.2015-30.12.2015

პრობლემა: მოხალისეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული არასათავრობო ორგანიზაციების განვითარებაში, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ღია დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობისათვის. რეგიონებში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და  ახალგაზრდებთან შეხვედრებმა გამოკეთა, სახელმწიფოს მხირდან მოხალისეობის მხარდაჭერის აუცილებლობა.

  • მოხალისეთა ქსელის არ არსებობა
  • მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა
  • მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ნაკლებობა
  • რეგიონებში მოხალისეობის ინსტიტუტის სისტუსტე
  • მოხალისეობის შესახებ დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები
  • მოხალისეთა უნარჩვევების ნაკლებობა
  • ბაზის შექმნა

მიზანი: პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში რეგიონებში შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ამერიკული ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან. 

განხორციელების გზები: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

1.    საქართველოს მოხალისეების ფორუმი - აპრილი

2.    მოხალისეთა მიერ რეგიონებში ინდივიდუალური აქტივობების გახორციელება მაისი - დეკემბერი