სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 20
20 მაისს "სფფ"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა - პეტარ სეგრტმა იმ 34 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 27 მაისს ესტონეთთან და 31 მაისს პორტუგალიასთან სტუმრად ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 19
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური ჭიათურის “მაღაროელმა” მოიპოვა. იმერულმა კლუბმა ამ წარმატებას "პლეი ოფის" მატჩში , “გაგრის” ძლევით მიაღწია. ამ ორმა კლუბმა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იჩემპიონა და გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ჭიათურელებმა 4:1 იმარჯვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 19
საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა შოთა არველაძემ საკლუბო კარიერის ბოლო მატჩი 18 მაისს, მადრიდის "რეალის"  წინააღმდეგ ჩაატარა. ესპანეთის პრიმერადივიზიონის დასკვნით ტურში არველაძის “ლევანტე” "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრა და  2:5 წააგო.  ქართველი ფორვარდი მინდორზე  მე-80 წუთზე გამოჩნდა, მაგრამ საგოლე შანსი ერთხელაც არ მისცემია.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 17
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების ფინალში, “ზესტაფონმა” “ამერი” 2:1 დაამარცხა და თასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. 15 ათასი გულშემატკივრისგან გამხნევებულმა ზესტაფონელებმა ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს თბილისელებს  და გასულ თასის ფინალებში ზედიზედ ორჯერ დამარცხებისათვის "ამერს" მშვენიერი რევანშიც აუღეს. (ფოტოგალერეა)
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 16
საქართველოს "დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის" ფინალში 16 მაისს ერთმანეთს თბილისის "ამერი" და ზესტაფონის "ზესტაფონი" დაუპირისპირდებიან. მატჩი "ეროვნულ" სტადიონზე საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. თასის ფინალის წინა დღეს, 15 მაისს ორივე გუნდმა "ეროვნულ" სტადიონზე ივარჯიშა, მანამდე კი იქვე პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 13
12 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში”, "არველაძეების ფონდის” პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე ახლო წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა - აჩი და რეზი არველაძეებმა ფონდის გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ფონდის უპირველესი მიზანი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 10
10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასა”- ში, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, გრიგოლ ცაავა და გელა კეტაშვილი იბრძოდნენ. 26 დელეგატიდან 25 ფედერაციას სათავეში გრიგოლ ცაავა ჩაუდგა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 09
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე, სავარაუდოდ, კარიერას ჰოლანდიაში გააგრძელებს, სადაც ლუის ვან გაალის თანაშემწე იქნება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლუის ვან გაალი "აზ ალკმაართან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 08
საქართველოს თასის ფინალში ფეხბურთში ზედიზედ მესამედ   ერთმანეთს "ზესტაფონი" და "ამერი" შეხვდებიან. თასის ფინალი "ეროვნულ" სტადიონზე 16 მაისს გაიმართება და საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.  ნახევარფინალურ სტადიაზე "ამერმა" "ბორჯომი" გამოთიშა, "ზესტაფონმა" კი "დინამოს" აჯობა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2008 მაისი 07