სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 12
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, კვლავ ვერ გაიმარჯვა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოლდოვაში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 08
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 07
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 05
5 ივნისს, სპორტკომპლექს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „მოხალისეში", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, საფეხბურთო კლუბების - ეროვნული ლიგის და ასევე ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 30
ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დღეს კოკა-კოლას თასის თბილისის ფინალები გაიმართა. ვაჟთა შორის ფინალურ მატჩში 147-ე სკოლამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 23-ე სკოლის გუნდი.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 03
გურამ კაშიას შემდეგ კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო ქვეყნის თასი. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა ლუკა ზარანდიამ პოლონეთის, ხოლო ეროვნულის მცველმა საბა კვირკველიამ რუსეთის თასი აღმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 02
17-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო! იუნიორთა საერთაშორისო ტურნირი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მაისი 01
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში არნემელებმა ალკმაარის აზ 2:0 დაამარცხეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 20
ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 13
დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.