სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 14
22 და 25 მარტს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 13
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. 24 მარტს „ჯვაროსნები" რუსეთი 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით სერბეთს უმასპინძლებენ, 28 მარტს კი ასევე თბილისში დაუხვდებიან ლატვიელებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 03
უეფას სამიტი, რომელსაც 1-2 მარტს თბილისმა უმასპინძლა და რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის განვითარება იყო, დღეს დასრულდა.სამიტი უეფას ისტორიაში პირველად ჩატარდა და მასში საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის, შვედეთისა და ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 01
1 მარტს სასტუმრო „ბილტმორში" UEFA GROW სამიტი გაიხსნა. აღნიშნული სამიტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და მთავრობის წარმომადგენლები იღებენ.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 01
საქართველოში უეფას ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო სამიტი ჩატარდება. 1-2 მარტს UEFA GROW სამიტის განხილვის თემა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები იქნება.უეფას დელეგაციამ, რომელიც უკვე თბილისშია, სამიტის მნიშვნელობაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ფეხბურთის განვითარებაში მასობრიობის ზრდის როლი აღნიშნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 27
საქართველოს ჩემპიონმა „სამტრედიამ" სუპერთასის შეხვედრაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში გამარჯვებულ ქუთაისის „ტორპედოს" 2:1 სძლია. სუპერთასს 26 თებერვალს მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 თებერვალი 21
2017 წლის 1-2 მარტს თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ უეფას ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. UEFA GROW - სამიტში, რომელიც ამ ფორმატით პირველად ტარდება, უეფას წარმომადგენლები, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიღებენ მონაწილეობას. თბილისს ასევე ესტუმრებიან მონაწილე ქვეყნების სპორტისა და განათლების მინისტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 იანვარი 26
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის და ფარერის კუნძულების ნაკრები გუნდები იქნებიან. კონტინენტის პირველობას 2019 წლის ზაფხულში იტალია და სან მარინო უმასპინძლებს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 იანვარი 26
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში შოტლანდია 11:0 გაანადგურა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ერთი დღით ადრე ისრაელს 3:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 იანვარი 26
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გუნდი იორდანიასთან 0:1 დამარცხა. ერთადერთი ბურთი მეტოქემ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე შეაგდო: ჰამზე ალ დარდურიმ დაარტყა ზუსტად.