სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების 1/4 ფინალისტები ცნობილია

თარიღი: 2014 იანვარი 27



26 იანვარს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2013/14წ.წ  სეზონი, თასის გათამაშებით განახლდა. აღნიშნულ ტურნირში  „ოქროსა" და „ვერცხლის" ლიგის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც 22 იანვარს გამართულ წილისყრაზე დაწყვილდნენ. მომდევნო ეტაპზე გასულის ვინაობას ერთი მატჩი წყვეტდა, რამაც გუშინ გამართულ შეხვედრებს დამატებითი მოტივაცია შესძინა და „არენა-2"-ზე მოსულმა გულშემატკივარმა, დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირებები იხილა.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 3 000 ლარს მიიღებს, ხოლო ფინალისტს 1 000 ლარი გადაეცემა.

1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ვერცხლის" ლიგის ორი აუტსაიდერის, „ქართუ ბანკისა" და „ჯორჯიან მანგანეზ-ზესტაფონის„ გუნდები დაუპირისპირდნენ, ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ბანკირთა გამარჯვებით, 8-3 დასრულდა.

გუშინდელი დღის გამორჩეული დაპირისპირება  „სატრანსპორტო კომპანიისა" და „ჯორჯიან  მანგანეზ-ჭიათურას" გუნდებს შორის გაიმართა.  იმერლებმა,  „ოქროს ლიგის" გუნდის სტატუსიანი მეტოქე არად ჩააგდეს და აბსოლიტურად თანაბარი ორთაბრძოლაც გაუმართეს. მიუხედავად TTC-ს ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურებისა, „მაღაროელებმა" იძალეს და მატჩის ძირითადი დრო 4-4 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერია კი უკეთ ჭიათურლებმა შეასრულეს და 1/4ფინალური ეტაპის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

მორიგი საინტერესო დაპირისპირება შედგა პრინციპულ მეტოქეებს, „ნატახტარისა" და „ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდებს შორის. მატჩის საწყის წუთებშივე „იურისტები" ორ ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა  მოპოვებულის შენარჩუნება ვერ მაოხერხეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე მათი მეტოქე გავიდა წინ. რის შემდეგაც, ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა კიდევ ერთხელ შეძლო გატანა და საპასუხოდ მხოლოდ ერთი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე „ერისთავმა" კარს მიაჯაჭვა მოწინააღმდეგე და ანგარიშის გათანაბრებაც არაერთხელ შეეძლო. ყველაზე რეალური შანსი კი  6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა იყო: ოთარ მგელაძის უხეიროდ დარტყმული,  „ნატახტარის" მეკარემ, გია გონგაძემ მოიგერია და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

დაძაბული, თუმცა არა უხვგოლიანი გამოდგა „ოქრო-ვერცხლის" მორიგი „გარჩევა",„პსპ"-სა და „ბი პი ჯორჯიას"გუნდებს შორის. „ფარმაცევტებმა" პირველი ტაიმის ბოლო წამზე შეძლეს ანგარიშის გახსნა, ეფექტური საჯარიმო დარტყმით თავი ლევან ყუფარაძემ გამოიჩინა. „მენავთობეებმა" მეორე ტაიმში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა,  გოლი „ბიპის" კაპიტნის ზვიად კუჭუაშვილის ანგარიშზეა. საბოლოო შედეგი კი ლევან სარდანაშვილმა დააფიქსირა - 2-1, „პსპ"-ს სასარგებლოდ

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სამოყვარულო კლუბმა „ალგომ" რომელმაც თასის 1/8 ფინალში, „ვერცხლის ლიგის" ბინადარს „ვითიბი ბანკის" გუნდს სძლია იოლად, 4-0. ბანკირთა წარუმატებლობაში უდიდესი როლი ითამაშა, ორი წამყვანი მოთამაშის, კაპიტნის ვალერიან მაჭავარიანისა და გოგა სულაძის არ ყოფნამ, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ აღნიშნულ შეხვედრას.

კიდევ ერთი დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 11 მეტრიანების სერიაში გამოვლინდა, საქართველოს უნივერსიტეტისა და „DHL"-ის გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ძირითად დროში ფრედ, 2-2 დასრულდა. 6 მეტრიანების სერია კი უკეთ „სტუდენტებმა" შეასრულეს - 2-4.

მეოთხედფინალში ითამაშებს „სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გუნდიც, რომელმაც ასპარეზობას „საქართველოს ბანკი" გამოთიშა - 4-1.

სათამაშო დღე კი მორიგი უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა. რომელშიც „პროგრეს ბანკის" გუნდმა, ლილო-1-ს სძლია 5-4. განსაკუთრებით საინტერესო მატჩის ბოლო წუთები იყო, რომლის დროსაც „მებაჟეებს" ცოტა დააკლდათ, რომ სამბურთიანი სხვაობა აღმოეფხვრათ. აღსანიშნავია, რომ 9 გატანილი ბურთიდან 6, მატჩის ბოლო ოთხ წუთში გავიდა.

1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პროგრეს ბანკი - ქართუ ბანკი
ნატახტარი - პსპ
ალგო - საქართველოს უნივერსიტეტი
GM-ჭიათურა - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი

მატჩები 23 მარტს გაიმართება.

1/8 ფინალის სიმბოლური ნაკრები:

მიხეილ გოგიბერაშვილი (ჭიათურა), დათო დარჩია (ნატახტარი), ლევან ყუფარაძე (პსპ), მირიან ჯანგავაძე (ს.უ), გიორგი ალავიძე (CFCP), ლევან ჩიხრაძე (პროგრეს ბანკი)

დღის საუკეთესო მოთამაშე: დავით შეყილაძე (ჭიათურა)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. თასის გათამაშება. 1/8 ფინალი. 26.01.2014. სპორტკომპლექსი „არენა-2"

ქართუ ბანკი - GM -ზესტაფონი  8-3

გოლები: 2წთ, გოგოლაძე (1-0), 10წთ, ზ. მანჯავიძე (1-1), 12წთ, გოგლიძე(ს/კ 2-1), 15წთ, ჩახვაშვილი (3-1), 17წთ, ჩახვაშვილი (4-1), 21 წთ, ჩიკვილაძე (5-1), 22წთ, გოგოლაძე (6-1), 22წთ, გ. მანჯავიძე (6-2), 30წთ, მუმლაძე (6-3), 34წთ, ბაკურაძე (7-3), 38წთ, გოგოლაძე (8-3), 40წთ, ბაკურაძე (9-3)

ქართუ ბანკი:1. დავით ნიკოლეიშვილი, 10. გიორგი ჩიკვილაძე, 9. კობა გოგოლაძე, 18. ბექა ახვლედიანი, 13. ნიკა ჩახვაშვილი, 17. ნოდარ ბაკურაძე სათადარიგოები: 3. კობა აფციაური, 7. გურამ მგელაძე

GM-ზესტაფონი: 1. ოთარ მაჭავარიანი, 8.ზურაბ მანჯავიძე, 11. გიორგი მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 6. გიორგი გოგლიძე, 4. რამაზ კელენჯერიძე სათადარიგოები: 5. გელა ყუბარაძე, 2. აჩიკო ქათამაძე, 3. ალეკო წაქაძე, 7. ზვიად ჭანტურიძე, 10. ზაზა შარაბიძე

TTC (სატრანსპორტო კომპანია) - GM-ჭიათურა 4-4 (პ: 2-4)

გოლები: 2 წთ, ღლონტი (1-0), 8წთ, კიკვიძე (1-1), 13წთ, შეყილაძე (1-2), 23წთ, ღლონტი (2-2), 30წთ, ბერიშვილი (3-2), 34წთ, კერესელიძე (4-2), 35წთ, შეყილაძე (4-3), 36წთ, გოგიბერაშვილი (4-4)

პენ.: კიკვიძე (ააცილა), ქართველიშვილი (1-0), შეყილაძე (1-1), ოდიკაძე (აცილა), შუბითიძე (2-1), თუქჩიშვილი (2-2), ბადურაშვილი (3-2), სიბაშვილი (მეკარე), გოგიბერაშვილი (4-2)

TTC: 1. ბექა სიბაშვილი, 4. ირაკლი ქართველიშვილი, 10. სერგი დარსაველიძე, 13. კოტე ოდიკაძე, 5. ლაშა კობახიძე, 7 გურამ ღლონტი. სათადარიგოები: 12. გიორგი კელენჯერიძე, 9. გიორგი ბერიშვილი, 11. ნოდარ ქუქჩიშვილი, 8. ვიქტორ კერესელიძე, 131.დიტო დემურაშვილი

GM-ჭიათურა: 1. გიორგი ბადურაშვილი, 3. დათო შეყილაძე, 4. გიგა კიკვიძე, 5. გოგა ბიწაძე, 6. დათო რობაქიძე, 10. მიხეილ გოგიბერაშვილი. სათადარიგოები: 7. გიორგი შუბითიძე, 8. ზურაბ გაფრინდაშვილი

ნატახტარი - ერისთავის იურიდიული ჯგუფი 4-3

გოლები: 5წთ, ნაკანი (0-1), 7წთ, ნინოშვილი (0-2), 8წთ, დარჩია (1-2), 17წთ, გ. სეფერთელაძე (2-2), 22წთ, გოგოხია (3-2), 24წთ, კაპანაძე (4-2), 35წთ, ი.სეფერთელაძე (4-3)

ნატახტარი: 12. გია გონგაძე, 2. დიმა მაყიშვილი, 6. დათო დარჩია, 13. კახა ხამხაძე, 14. გიორგი მშვიდობაძე, 10. გიორგი სეფერთელაძე სათადარიგოები:41. ნოდარ სიხარულიძე, 33. მიშა თოფურია, 4. იაგო კაპანაძე, 8. კახა გოგოხია

ერისთავი: 22. ალექსი ჯავახიშვილი, 88. ოთარ მგელაძე, 7. ლაშა მდივანი, 10. გია ნინოშვილი, 8. დავით ნაკანი, 96. ზურაბ ძაგანია. სათადარიგოები: 47. გიორგი წიკლაური, 3. ირაკლი სეფერთელაძე, 9. შალვა ლაცაბიძე, 1. მამუკა მჭედლიშვილი

PSP - BP GEORGIA 2-1

გოლები: 20 წთ, ყუფარაძე (1-0), 26წთ, კუჭუაშვილი (1-1), 30წთ, სარდანაშვილი (2-1)

PSP: 13. სერგი ჩიტორელიძე, 20. ლევან სარდანაშვილი, 8.ლევან მეგრელიშვილი, 3.თემო კვირკველია, 21.ლევან კახობერაშვილი, 6.ლევან ყუფარაძე. სათადარიგოები: 1. ალექსანდრე შარაბიძე, 7.მირიან მირგატია, 9. ლაშა გურგენიძე,10. გივი კაციტაძე, 99.დავით კაკუბერი

BP GEORGIA: 77.ნიკა ბუდაღაშვილი, 5.ზვიად კუჭუაშვილი, 11. ზვიად გობეჯიშვილი, 7.ალექსანდრე ხოჭოლავა, 13.გივი მალაშხია, 10.დავით გულარიძე. სათადარიგოები: 1.დავით ხარაძე, 8.უჩა ხმალაძე, 9.მინდია გაბლაია, 50. გელა ცქიტიშვილი, 4. რევაზ ლორთქიფანიძე, 90. ზურაბ კუჭუხიძე

ვი თი ბი ბანკი - მ.ფ.კ ალგო  0-4

გოლები: 17წთ, რევაზაშვილი ( 0-1), 28წთ, გუნია (0-2), 32წთ, ჯორბენაძე (0-3), 36წთ, გუნია (0-4)

ვი თი ბი: 26. ნიკოლოზ კავთიაშვილი, 2.ნოდარ მაჭავარიანი, 6„.ლაშა ხაინდრავა, 8.გიორგი ჯობავა, 5.ვალერიან საღირაშვილი, 71.გოდერძი თევზაძე. სათადარიგოები: 4.თორნიკე დარსალია, 9.ირაკლი ფოჩხუა, 11.მიხეილ ბუსხრიკიძე, 10. თორნიკე ბოჭორიშვილი, 96. არჩილ უსანეთაშვილი

ალგო: 1.ემზარ გოგიშვილი, 7.გიგი ბაშალეიშვილი, 10.გიორგი რევაზაშვილი, 21.გიორგი გუნია, 17.დავით ლუკავა, 24. მალხაზ ჯორბენაძე. სათადარიგოები: ზაალ ქუთათელაძე

DHL - საქართველოს უნივერსიტეტი 2-2 . პენ.: 2-4

გოლები: 4წთ, ჭოხონელიძე (0-1), 9წთ, ჯინჭარაძე (1-1), 18წთ, მ.მენთესაშვილი (2-1), 37წთ, ჯანგავაძე (2-2)

პენ.: ჭოხონელიძე (მეკარე), წკრიალაშვილი (მეკარე), ლაბაძე (0-1), მ.მენთესაშვილი (1-1), კორნეევი (1-2), კავთუაშვილი (2-2), ჯანგავძე (2-3), დვალი (მეკარე), სხირტლაძე (2-4)

DHL:1.არჩილ გიორგობიანი, 7.ბესიკ კავთუაშვილი, 8.გიორგი დვალი, 10.გიორგი წკრიალაშვილი, 11. მამუკა მენთესაშვილი, 9.აკაკი ტეტუნაშვილი. სათადარიგოები: 13.ბიჭი მენთესაშვილი, 3.გიორგი ანთაძე, 78.პაატა ჯინჭარაძე, 12.დენის ჟივოგლაზოვი

ს.უ:1.ვასილ გვარამაძე, 2. გიორგი ჭოხონელიძე, 5.აბუ ჯორჯი, 8.ბექა სხირტლაძე, 10.გელა ლაბაძე, 13.მირიან ჯანგავაძე. სათადარიგოები: 9.საშა კორნეევი, 11.ზურა ბიძინაშვილი, 15.რასიმ კურბანოვი

საქართველოს ბანკი - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი(CFCP) 1-4

გოლები: 8წთ, ლობჟანიძე (0-1), 14წთ, ალავიძე (0-2), 18წთ,ხითარიშვილი (0-3), 26წთ, მაისურაძე (1-3), 33წთ, ალავიძე (1-4)

საქართველოს ბანკი: 99.ირაკლი მიქაუტაძე, 13.კორნელი ივანიაძე, 7.ნოდარ დარახველიძე, 21.გიორგი კასრაძე, 3.არჩილ უჯმაჯურიძე, 10.გიორგი ცაგარეიშვილი. სათადარიგოები: 4.სულხან გვალია, 23.გიორგი მაისურაძე, 77.ლაშა ჯოხაძე, 14.უჩა გოგიტიძე, 1.დავით ჩუბინიძე, დავით ხუციშვილი

CFCP: 1.დავით ბაქრაძე, 20.გიორგი ალავიძე, 5.ირაკლი ხელაძე, 9.მიხეილ ლობჟანიძე, 23.მიხეილ მიქაშავიძე, 13.გიორგი ნიკოლეიშვილი. სათადარიგოები:8.ნუგზარ ხითარიშვილი, 6.მიხეილ ავეტისოვი, ელგუჯა საღრიშვილი

პროგრეს ბანკი - ლილო-1  5-4

გოლები: 9წთ, ბეტეევი (0-1), 11წთ, ხლაპუსტოვი (1-1), 28წთ, ჩიხრაძე (2-1), 30წთ, ცერცვაძე (3-1), 36წთ, ლეჟავა (3-2), 37წთ, ცერცვაძე (4-2), 38წთ, ჩიხრაძე (5-2), 39წთ, ბასილაშვილი (5-3), 40წთ, ლეჟავა (5-4)

პროგრეს ბანკი: 1.ირაკლი გედენიძე, 10.უჩა ჩხაიძე, 21.ელიას ანდრე, 41.ლევან ჩიხრაძე, 9.აკო ხლაპუსტოვი, 20.ზურა ცერცვაძე. სათადარიგოები: 4.გიორგი კვანტალიანი, 2.დათო ფანჩულიძე, 7.გიორგი ფოჩხუა, 8.გიორგი ხიდაშელი, 11.ლევან ქავთარაძე, 12.ამირან გვენცაძე, 5.ირაკლი ჩხაიძე, 3.გიორგი ხადიშვილი

ლილო-1: 22.ვალერი ალასანია, 4.გიორგი კვინიკაძე, 3.თენგიზ ჭაფანძე, 5.თორნიკე კირკიტაძე, 10.დავით ბეტეევი, 13.თემურ ბასილაშვილი. სათადარიგოები: 6.გიორგი ლეჟავა, 9.გიორგი მახარაშვილი, 7.ლექსო ჯეირანაშვილი, 8.თენგიზ კოდიაშვილი, 11.გიორგი თინიკაშვილი, 1.ვალერი ტიტოვი

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის"  პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი". „ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია „ვი თი ბი  ბანკი". „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის"  ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA. ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge. ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიოკომერსანტი 95,5", რადიოჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

SBM-ს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.