სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: წიგნის „გაიოზ ჯეჯელავა 100“ პრეზენტაცია

თარიღი: 2015 იანვარი 28


წიგნის ავტორი, ვეტერანი ჟურნალისტი ოთარ გაგუა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი პირველი ქართველი საფეხბურთო ვარსკვლავის გაიოზ ჯეჯელავასადმი მიძღვნილი წიგნის - „გაიოზ ჯეჯელავა 100" პრეზენტაცია შედგა.

წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა და „ქართული სპორტის დიდი სახელების" სერიის ეგიდით გამოსცა. ამ პროექტით უკვე დაიბეჭდა წიგნები რამაზ შენგელიას, ანდრო ჟორდანიას და ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ. „გაიოზ ჯეჯელავა 100"-ის ავტორი ვეტერანი ჟურნალისტი ოთარ გაგუაა, პროექტის რედაქტორი კი სსჟა-ს პრეზიდენტი გიორგი გორგოძე. წიგნზე ასევე მუშაობდნენ ზაზა ასანიშვილი, ილია ბაბუნაშვილი და თამაზ მიგრიაული. წიგნში შესულია ჩანახატები, ინტერვიუები და სხვა საინტერესო წერილები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის შესახებ, ასევე საოჯახო არქივში დაცული ფოტოები.

„დღეს ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, ბატონ გაიოზ ჯეჯელავას ვიხსენებთ. ის არამარტო დიდი ფეხბურთელი, ზოგადად, შესანიშნავი ადამიანი გახლდათ. თუ ჩვენი ფეხბურთის წარსულით ვამაყობთ და ვამბობთ, რომ საქართველო მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა, ეს სწორედ ბატონი გაიოზ ჯეჯელავას და მისნაირი ადამიანების გამო ხდება. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს სპორტულ ისტორიაში", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„ჩვენი ასოციაცია ყველანაირად ცდილობს წარსულის ვარსკვლავების დაფასებას. უკვე გამოვეცით წიგნები რამაზ შენგელიას, ანდრო ჟორდანიას და ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ. მე, როგორც ამ საქმის თაოსანს, მიხარია, რომ წიგნი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა. ცხადია, პირველ რიგში ავტორს უნდა ვუთხრათ მადლობა - ბატონ ოთარ გაგუას, რომელმაც შესანიშნავად გაიხსენა ეს დიდი მოთამაშე. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც წიგნს გაეცნობა, ნასიამოვნები დარჩება", - განაცხადა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გამოცემის რედაქტორმა გია გორგოძემ.

„გაიოზ ჯეჯელავა ჭეშმარიტად მოვლენა გახლდათ ქართულ ფეხბურთში. თბილისის „დინამოს" 30-40-იან წლებში ორი სუპერვარსკვლავი ჰყავდა: ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა. ამ უკანასკნელის ტალანტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამოვლინდა, რაც პაიჭაძე დაშავდა და ძველებურად ვეღარ განაგრძო თამაში. ვიმედოვნებ, გულშემატკივართა ახალი თაობა, ვისაც მწვანე მინდორზე არ უნახავს ეს დიდებული მოთამაშე, კმაყოფილი დარჩება წიგნით", - თქვა წიგნის ავტორმა ოთარ გაგუამ.

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა, ვეტერანმა ტელეკომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და გულშემატკივარმა ვერნი ალფაიძემაც გაიხსენეს, პრეზენტაციას კი გაიოზ ჯეჯელავას ოჯახის წევრები, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

გაიოზ ჯეჯელავა 1915 წლის 11 იანვარს თბილისში დაიბადა.
1933-1934 წლებში ის თბილისის ტსპო-ში თამაშობდა, 1935-1936 წლებში - „ლოკომოტივში", ხოლო 1937-1948 წლებში, კარიერის დასრულებამდე, თბილისის „დინამოს" ღირსებას იცავდა.
საკავშირო ჩემპიონატის 135 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.
1939 და 1940 წლებში ის სსრკ ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1946 და 1947 წლებში კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
1938 წელს გაიოზ ჯეჯელავა „55 საუკეთესო ფეხბურთელს" შორის თავის ამპლუაში პირველ ნომრად დაასახელეს.
1950-1951 წლებში მოსკოვის ვვს-ს, ხოლო 1955-1957 წლებში თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ ნაკრებს 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე, სადაც გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.
1946 წელს „წითელი ვარსკვლავის", 1972 წელს „შრომის წითელი დროშის", 1941, 1950 და 1957 წლებში კი „ღირსების" ორდენებით დაჯილდოვდა.
გაიოზ ჯეჯელავა 2005 წლის 16 მარტს, თბილისში გარდაიცვალა.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.