სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ალექსანდრე ჩივაძე - 60

თარიღი: 2015 აპრილი 08


სსრკ-არგენტინა. დიეგო მარადონა და ალექსანდრე ჩივაძე

ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე დღეს 60 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბატონ ალექსანდრეს იუბილეს ულოცავს, ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ჩივაძე სამართლიანად ითვლება ქართული ფეხბურთის ვარსკვლავად. ის ერთ-ერთია იმ ორი ქართველიდან, რომელმაც საბჭოთა კავშირის ნაკრების სამკლაური მოირგო. მანამდე ეს მურთაზ ხურცილავამ შეძლო.

ალექსანდრე ჩივაძემ მთელი კარიერა თბილისის „დინამოს" მიუძღვნა და კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო: 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1976 და 1979 წლებში საკავშირო თასს დაეუფლა, 1981 წელს კი, როგორც გუნდის კაპიტანმა, პირველმა შემართა ევროპული ჯილდო - უეფას თასების მფლობელთა თასი. ამავდროულად, ის ერთხელ დაეუფლა ჩემპიონატს ვერცხლის, ხოლო სამჯერ - ბრინჯაოს მედლებს. იყო ხალხთა საკავშირო სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი.

1980 წელს „დინამოს" კაპიტანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. იმავე წელს ის საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად მოსკოვის თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ახალგაზრდულ ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბატონი საშა ნაკრების კაპიტანი იყო მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწეობდა: იყო ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი (2-ჯერ), დღეს კი 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.