სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საფრანგეთი U21 5:1 საქართველო U21

თარიღი: 2016 ოქტომბერი 07


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 ოქტომბერს ჰავრში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 1:5 დამარცხდა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკვე დაასრულა - 10 შეხვედრაში მოპოვებული 13 ქულით გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა, ფრანგებთან მატჩით კი ნაკრებმა მომდევნო ევროპირველობისთვის მზადება დაიწყო.

მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ფრანგი მიმომხილველების თქმით, საქართველოს ნაკრების მეკარის ლაზარე კუპატაძის კარგი თამაში რომ არა, პიერ მანკოვსკის გუნდი უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ერთადერთი საპასუხო ბურთი 69-ე წუთზე გაიტანა: ირაკლი კომახიძის პასით გიორგი ხარაიშვილმა ანგარიში 1:3 გახადა. კომახიძე ქობულეთის შუქურას მცველი გახლავთ, ხარაიშვილი კი თბილისის საბურთალოს ნახევარმცველია.

6 ოქტომბერი, 2016. ამხანაგური. საფრანგეთი, ჰავრი, სტად ოუშენი. 350
1:5 საფრანგეთი
გოლებ: 0:1 ჟან-კევინ აგუსტინი (18), 0:2 კორენტინ ტოლისო (24), 0:3 სებასტიენ ჰალერი (59, პენ), 1:3 გიორგი ხარაიშვილი (69), 1:4 მუსა დემბელე (74), 1:5 ვინსენ კოზიელო (85)
საფრანგეთი (ძირითადი შემადგენლობა): მიკ მეინანი, კლემენ ლენგლე, ადრიენ რაბიო, ტიმუნე ბაკაიოკო, კორენტინ ტოლისო (კაპ), ჟან-კევინ აგუსტინი, ჟორდან ამავი, თომას ლემარი, უსმანე დემბელე, ისა დიოპი, ბენჟამინ პავარი
სათადარიგოები: პოლ ნარდი, თომას დიდილონი, აბდუ დიალო, ვინსენ კოზიელო, სებასტიენ ჰალერი, ლეო დუბუა, მუსა დემბელე, ლუკას ერნანდესი, ალექსის ბლინი
მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი
საქართველო (ძირითადი შემადგენლობა): ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი (კაპ), რომან ჭანტურია, ლუკა ზარანდია, გიორგი ბერიძე, გიორგი თევზაძე
სათადარიგოები: ბექა ქურდაძე, ცოტნე ნადარაია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჯობავა, რომან ჩაჩუა, ლადო მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი, გიორგი ზარია, გაბრიელ საღრიშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მსაჯები: ფედაი სანი; ვიტალ ჟობინი, სლადან იოსიპოვიჩი (შვეიცარია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.