სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი ქართველ ვეტერანებს!

თარიღი: 2017 იანვარი 16


დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი ვეტერანთა შორის
საქართველოს ნაკრებმა მოიგო!
(ფოტო: ლაშა გოდუაძე)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით თბილისმა პირველად უმასპინძლა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარულ ტურნირს დარბაზის ფეხბურთში.

ზამთრის თასი ერთი წლის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილი საფეხბურთო ფუნქციონერის, უეფას მაღალჩინოსნის დავით პეტრიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრების ფინალურ დღეს ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა მთლიანად დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში გადაირიცხა.

მთავარი პრიზები საქართველოს ჩემპიონატის კლუბებმა და ვეტერანთა გუნდებმა გაითამაშეს. ვეტერანთა ტურნირი საერთაშორისო იყო: საქართველოს ნაკრების გარდა მთავარი ჯილდოსთვის უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს.

კლუბებს შორის დავით პეტრიაშვილის სახელობის თასს საფეხბურთო კლუბი გაგრა დაეუფლა, ვეტერანთა შორის კი საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტ შეხვედრაში გაგრამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დინამო თბილისი დაამარცხა - 6:4, ვეტერანმა „ჯვაროსნებმა" კი უკრაინელებს სძლიეს - 7:4.

კლუბების ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გაგრას ფეხბურთელი გიორგი ქურდაძე გახდა, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო კი დინამო თბილისის ლიდერს საბა ლობჟანიძეს გადაეცა. მან 18 გოლი შეაგდო. ვეტერანთა შორის ინდივიდუალური პრიზებით უკრაინელი სერგეი ნაგორნიაკი (საუკეთესო ფეხბურთელი), უეფას გუნდის წევრი ნოელ მუნი (საუკეთესო მეკარე) და ყველაზე მეტი გოლის ავტორი - 8 ბურთი - ალექსანდრე იაშვილი დაჯილდოვდნენ. ამ 8 გოლიდან იაშვილმა 4 ფინალში გაიტანა! სპეციალური პრიზი გადაეცა ტურნირის ყველაზე ტიტულიან მონაწილეს, ესპანეთის ნაკრებისა და ლაკორუნიის დეპორტივოს ექს-მცველს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ხუან კაპდევილას.

ვეტერანთა შეჯიბრება ძალიან საინტერესო გამოდგა, ეს კი იმ ვარსკვლავების დამსახურებაა, რომლებიც გულშემატკივრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იხილეს. საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი დემეტრაძე (კაპიტანი), გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, გივი კვარაცხელია, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, დავით მუჯირი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი და დავით სირაძე იცავდნენ. გუნდს ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ. ესპანეთის ნაკრებში ხუან კაპდევილას გარდა ახლო წარსულის ვარსკვლავებმა, ბარსელონას მცველმა სერხი ბარხუანმა; ევროპის 2008 წლის ჩემპიონმა მარკოს სენამ; ესპანეთის ჩემპიონმა, პრიმერადივიზიონის ბომბარდირმა სალვა ბალიესტამ; მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასის მომგებმა ხოსე ემილიო ამავისკამ; ვალენსიას და აიაქსის ექს-მცველმა ხუანფრანმა; ასევე ბარსელონას, რეალის და ვალენსიას ყოფილმა მცველმა ლუის მილიამ ითამაშეს. ეს უკანასკნელი კაპიტანი გახლდათ. არაერთი ცნობილი ფეხბურთელი იყო უკრაინელთა შორისაც: ვლოდიმირ იეზერსკი, სერგეი ნაგორნიაკი, ედუარდ ციხმეისტრუკი, მირონ მარკევიჩი... უკრაინელებს 80-იანი წლების კიევის დინამოს ლიდერი ანატოლი დემიანენკო წვრთნიდა.

„შესანიშნავი ტურნირი გამოდგა, მგონი, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩნენ სანახაობით. ჩვენ გვსურდა სათანადო პატივი მიგვეგო დავით პეტრიაშვილის ხსოვნისთვის და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც. მიხარია, რომ ვეტერანთა მთავარი პრიზი ჩვენმა გუნდმა მოიგო. დიდი სურვილი გვაქვს ეს შეჯიბრება ტრადიციად ვაქციოთ და ვეცდებით გაისად მეტი გუნდი მოვიწვიოთ", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი - კლუბები (13-15 იანვარი)
A ჯგუფი: გაგრა 6:5 შევარდენი 1906; ტორპედო 6:2 დილა; დილა 11:4 შევარდენი 1906;  გაგრა 4:3 ტორპედო; ტორპედო 16:3 შევარდენი 1906; გაგრა 4:2 დილა
B ჯგუფი: საბურთალო 4:4 სიონი; ჩიხურა 8:2 მერანი; მერანი 1:11 საბურთალო; ჩიხურა 6:5 სიონი; სიონი 5:0 მერანი; ჩიხურა 5:1 საბურთალო
C ჯგუფი: თელავი 6:3 ვიტ ჯორჯია; ბათუმი 7:8 კოლხეთი 1913; თელავი 8:2 კოლხეთი 1913; ბათუმი 7:3 ვიტ ჯორჯია; კოლხეთი 1913 13:7 ვიტ ჯორჯია; ბათუმი 10:5 თელავი
D ჯგუფი: შუქურა 4:8 სამტრედია; მეშახტე 1:11 დინამო თბილისი; დინამო თბილისი 19:4 შუქურა; მეშახტე 3:6 სამტრედია; შუქურა 4:14 მეშახტე; სამტრედია 4:9 დინამო თბილისი
1/2-ფინალი: დინამო თბილისი 11:5 ბათუმი; გაგრა 5:0 ჩიხურა
ფინალი: გაგრა 6:4 დინამო

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი - ვეტერანები (13-15 იანვარი)
A ჯგუფი: საქართველო (დემეტრაძე 2, იაშვილი 2, ამისულაშვილი 2, კობიაშვილი) 7:4 თურქეთი; საქართველო (კობიაშვილი 2, დემეტრაძე, იაშვილი, მუჯირი, მაჭავარიანი) 6:2 უეფა; თურქეთი 5:4 უეფა
B ჯგუფი: უკრაინა 3:3 აზერბაიჯანი; უკრაინა 3:2 ესპანეთი; ესპანეთი 5:2 აზერბაიჯანი
1/2-ფინალი: საქართველო (მუჯირი 3, დემეტრაძე, ამისულაშვილი, იაშვილი) 6:5 ესპანეთი; უკრაინა 3:1 თურქეთი
ფინალი: საქართველო (იაშვილი 4, კობიაშვილი 2, მუჯირი) 7:4 უკრაინა

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.