სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U19 1:0 რუსეთი U19

თარიღი: 2017 მარტი 28


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსი თანატოლები კიდევ ერთხელ დაამარცხა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა კვლავ 1:0 მოიგო. ამჯერად გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

25 მარტს ქართველმა 19-წლამდელებმა რატი არდაზიშვილის ზუსტი დარტყმით მოიგეს. იმ შეხვედრაში, ისევე როგორც გუშინ, გოლი პირველ ტაიმში გავიდა: კოხრეიძემ ლუკა ლაკვეხელიანის პასით გამოიჩინა თავი.

საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელია და აქედან გამომდინარე, შესარჩევი ტურნირიდან თავისუფალია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კი ელიტ-რაუნდის შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე გამოვლინდა სამი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას საქართველოში ეცდება. ესენია ამ ასაკში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი (2005, 2009), ბულგარეთი და 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტი ჩეხეთი.

27 მარტი, 2017. ამხანაგური. თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი. 200
1:0 რუსეთი
გოლი: 1:0 გიორგი კოხრეიძე (28)
საქართველო: ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, შალვა ბურჯანაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი (სანდრო კახიძე 46), გიორგი კუცია (ნიკა ნინუა 61), დავით სამურკასოვი (აკაკი ნინუა 61), გაბრიელ საღრიშვილი (თემურ ჩოგაძე 46), გიორგი ჩაკვეტაძე (ლუკა ფოჩხუა 46), რატი არდაზიშვილი (ნიკა კვანტალიანი 46), გიორგი კოხრეიძე (საბა ჯიქია 46)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: დავით სამურკასოვი, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე
მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი; ა.აფციაური, დ.ახვლედიანი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 20
ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 13
დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 12
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ იტალიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა ფლეი ოფში ეცდება ევრო 2018-ის საგზურის მოპოვებას.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 30
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა: „ჯვაროსნები" 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 29
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წელს პირველი შეხვედრა მოიგო: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვია ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 გაანადგურა!