სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო 5:0 ლატვია

თარიღი: 2017 მარტი 29


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წელს პირველი შეხვედრა მოიგო: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვია ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 გაანადგურა!

ვაისის ნაკრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მე-18 წუთზე ჯანო ანანიძემ გიორგი ქვილითაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია, 33-ე წუთზე კი თავად ქვილითაიამ გაიტანა: ეფექტურად, კუთხურის შემდეგ გადაგზავნა ბურთი ლატვიელთა კარში.

მეორე ტაიმში საქართველომ 3 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ქვილითაიამ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე ჯანო ანანიძემაც დუბლი მიითვალა - საჯარიმოს გარედან უძლიერესი გასროლით შეაგდო გოლი, 89-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ სტანდარტული შეასრულა უნაკლოდ - 5:0.

ეს იყო მეტოქეთა მერვე დაპირისპირება. საქართველომ და ლატვიამ 3-3 მატჩი მოიგეს, 2-ჯერ კი ფრედ ითამაშეს. გუშინდელი გამარჯვების წყალობით, „ჯვაროსნებს" ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ - 14:10. საგულისხმოა, რომ საქართველომ სამივე შემთხვევაში ამხანაგურ დაპირისპირებაში იმარჯვა, ოფიციალურ მატჩებში კი ლატვიელებმა ორჯერ მოიგეს, ორჯერაც ფრედ ითამაშეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად სძლია მეტოქეს დიდი ანგარიშით და პირველად 1998 წლის და ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ.

და ბოლოს: ეს პირველი „ჯვაროსნების" პირველი მოგება დიდი ანგარიშით 2015 წლის 8 ოქტომბერის შემდეგ. იმ დღეს საქართველომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირში გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 სძლია.

28 მარტი, 2017. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 14000
5:0 ლატვია
გოლებ: 1:0 ჯანო ანანიძე (18, პენ), 2:0 გიორგი ქვილითაია (33), 3:0 გიორგი ქვილითაია (66), 4:0 ჯანო ანანიძე (77), 5:0 გიორგი არაბიძე (89)
საქართველო: გიორგი მაკარიძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია (კაპ), გიორგი ნავალოვსკი (ჯიმი ტაბიძე 78), ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია (ოთარ კიტეიშვილი 36), ჯანო ანანიძე (ვაკო ყაზაიშვილი 83), ჯაბა ჯიღაური (გიორგი არაბიძე 63), ლადო დვალიშვილი (სანდრო კობახიძე 63), გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა 78)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
ლატვია: ანდრის ვანინსი (პაველს შტეინბორსი 46), ვიტალის მაქსიმენკო, ვიტალის იაგოდინსკისი (მარცის ოშსი 46), კასპარს გორკშსი (კაპ), ალექსანდრს სოლოვიოვსი, ოლეგს ლაიზანსი (არტის ლაზდინში 81), იანის იკაუნიეკსი, გლებს კლუშკინსი (ივანს ლუკიანოვსი 65), ალექსეი ვიშნაკოვსი (დენის რაკელსი 46), დავის იკაუნიეკსი, გირტს კარლსონსი (ვალერის შაბალა 46)
მწვრთნელი: მარიან პაჰარსი
გაფრთხილება: ლადო დვალიშვილი, გლებს კლუშკინსი, დავის იკაუნიეკსი, ვიტალის მაქსიმენკო, დავით ხოჭოლავა, იანის იკაუნიეკსი, გურამ კაშია
მსაჯები: სურენ ბალიანი; მესროპ ღაზარიანი, ატომ სევგულიანი (სომხეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 20
ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 13
დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აპრილი 12
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ იტალიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა ფლეი ოფში ეცდება ევრო 2018-ის საგზურის მოპოვებას.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 30
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა: „ჯვაროსნები" 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებენ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 მარტი 28
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსი თანატოლები კიდევ ერთხელ დაამარცხა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა კვლავ 1:0 მოიგო. ამჯერად გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.