სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ამხანაგური მატჩი სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან

თარიღი: 2017 მარტი 30


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა: „ჯვაროსნები" 7 ივნისს სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 11 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა ელის მოლდოვაში. სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან პაექრობა ამ მატჩისთვის მოსამზადებლად დაიგეგმა. ამ ორი შეხვედრისთვის ვაისის რჩეული ფეხბურთელები საქართველოში შეიკრიბებიან.

სენტ კიტსის და ნევისის ეროვნულ ნაკრებს წლეულს ჯერ არ უთამაშია, 2016 წელს გამართულ უკანასკნელ მატჩში კი ესტონეთთან დაპირისპირება ფრედ 1:1 დაასრულა. საქართველოში ჩამოსვლამდე მეტოქე 4 ივნისს სომხეთში ითამაშებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 24
დღეს თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეა: 1937 წლის 24 ივლისს საქართველოს საუკეთესო კლუბმა ბასკეთის ნაკრებს თბილისში, ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 17
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 13
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 12
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა სამტრედიამ ევროსეზონის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის უძლიერეს კლუბთან ყარაბაღთან 0:5 წაგებით გახსნა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 06
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთს 2:1 სძლია. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ ამავე ანგარიშით სძლია ჩეხეთს და 1/2-ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.