სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფუტსალი: საქართველო 2:2 იტალია - ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფშია!

თარიღი: 2017 აპრილი 12


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ იტალიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა ფლეი ოფში ეცდება ევრო 2018-ის საგზურის მოპოვებას.

ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიასთან გადამწყვეტ მატჩს 2 ქულით შეხვდა. საწყის შეხვედრებში, 8 და 9 აპრილს, „ჯვაროსნებმა" ერთნაირი ანგარიშით 1:1 ითამაშეს ჰოლანდიასთან და ბელარუსთან. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტ მატჩს სტუმრები 2:0-ს იგებდნენ (მათ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ), ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება და მესამე ქულის მოპოვება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ფლეი ოფში 6 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილი წილისყრის შემდეგ გაირკვევა. ასათიანის გუნდის შესაძლო მეტოქეები არიან უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. ევრო 2018-ის უკანასკნელი ოთხი მონაწილე ორმატჩიანი დაპირისპირებით - შინ და გარეთ - გამოვლინდება. ფლეი ოფის თამაშები 10-13 და 24-27 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს გაისად, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით სლოვენია უმასპიძლებს. სლოვენიელთა მხარდამხარ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა უკვე გაინაღდეს იტალიის, აზერბაიჯანის, უკრაინის, პორტუგალიის, ესპანეთის, ყაზახეთის და რუსეთის ნაკრებმა გუნდებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის საგაისო ჩემპიონატისკენ სვლა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. იანვრის მიწურულს „ჯვაროსნებმა" თბილისში უმასპინძლეს მეტოქეებს და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს: ისრაელთან 3:0, შოტლანდიასთან 11:0, შვეიცარიასთან 6:3.

8 აპრილი, 2017. ევრო 2018-ის II საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 1000
1:1 ჰოლანდია
გოლებ: 1:0 არჩილ სებისკვერაძე (6), 1:1ელ ჯანუტი (27)
საქართველო: ზვიად კუპატაძე (მეკარე), შოთა ჭანუყვაძე, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, არჩილ სებისკვერაძე; ალექსანდრე ჯამბურია (მეკარე), მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, შოთა თოფურია, ლევან კობაიძე, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე (კაპ), ნიკა კურტანიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ჰოლანდია: როზენბეეკი (მეკარე), ელ ჯანუტი, მაკრაო, ბუზამბუ, ელ მორაბიტი (კაპ); კუიუკი (მეკარე), საადუნი, მოსაუი, სენტ ჯასტი, ველსებოერი, ატაიბი, ბუუზანი, ჯორდანი, ალუჩი
მწვრთნელი: მაქსიმილაან ტიადენი
გაფრთხილება: ბუზამბუ, მოსაუი, მურთაზ კაკაბაძე
მსაჯები: ოლეგ ივანოვი (უკრაინა), ნორბერტ შილაგი (უნგრეთი), ოზან სოიქანი (თურქეთი)

9 აპრილი, 2017. ევრო 2018-ის II საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 1000
1:1 ბელარუსი
გოლებ: 1:0 რონინიო და სილვა (22), 1:1 ჩერნიკი (22)
საქართველო: ზვიად კუპატაძე (მეკარე), შოთა ჭანუყვაძე, ირაკლი თოდუა, რონინიო და სილვა, არჩილ სებისკვერაძე; ალექსანდრე ჯამბურია (მეკარე), მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, შოთა თოფურია, ლევან კობაიძე, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე (კაპ), ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკა კურტანიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ბელარუსი: გოლოვნიოვი (მეკარე), როგოვიკი, ჟიგალკო, რაბიკო, გონჩაროვი; შჩერბაჩენია (მეკარე), ოლშევსკი, სილივონჩიკი, ჩერნიკი (კაპ), გუსაკოვი, ალეინიკოვი, კრიუკინი, გორბენკო, ჩეხოვსკი
მწვრთნელი: ანდრეი ტოლმაჩი
გაფრთხილება: შოთა ჭანუყვაძე, ოლშევსკი
მსაჯები: ნორბერტ შილაგი (უნგრეთი), ადმირ ზაჰოვიჩი (სლოვენია), ოლეგ ივანოვი (უკრაინა)

11 აპრილი, 2017. ევრო 2018-ის II საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 3300
2:2 იტალია
გოლებ: 0:1 რომანო (10), 0:2 ბოავენტურა (12), 1:2 ერკოლესი (16, სკ), 2:2 პუტანო (25, სკ)
საქართველო: ზვიად კუპატაძე (მეკარე), შოთა ჭანუყვაძე, ირაკლი თოდუა, რონინიო და სილვა, არჩილ სებისკვერაძე; ალექსანდრე ჯამბურია (მეკარე), მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, შოთა თოფურია, ლევან კობაიძე, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე (კაპ), ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკა კურტანიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
იტალია
: პუტანო (მეკარე), ერკოლესი, ლიმა (კაპ), ონორიო, პატიასი; მოლიტიერნო (მეკარე), რომანო, სკინინა, ბოავენტურა, ფორტინო, მერლიმი, კალდეროლი, კავინატო, ბორდინიონი
მწვრთნელი: რობერტო მენიჩელი
გაფრთხილება: შოთა ჭანუყვაძე, არჩილ სებისკვერაძე, პუტანო, ზვიად კუპატაძე, კავინატო
მსაჯები: ოლეგ ივანოვი (უკრაინა), ოზან სოიქანი (თურქეთი), ადმირ ზაჰოვიჩი (სლოვენია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.