სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილი იყარა

თარიღი: 2017 აპრილი 13



დღეს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. თბილისის და გორის სტადიონები კონტინენტის პირველობას 2-15 ივლისს უმასპინძლებენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი), როგორც მასპინძელი, A ჯგუფში პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველ ფეხბურთელებს მეტოქედ ჩეხეთის, შვედეთის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები ერგო. გიორგი ყიფიანის ნაკრები პირველ შეხვედრას 2 ივლისს პორტუგალიასთან ჩაატარებს, 5 ივლისს შვედეთს გაეჯიბრება, 8 ივლისს კი ჩეხეთს.

B ჯგუფში მოხვდნენ გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთის და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრები გუნდები. წილისყრის ცერემონიალს ევროპის ჩემპიონატის ელჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი და კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გაუძღვა. წილისყრას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.





ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):
„ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობა საქართველოში, რა თქმა უნდა ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ფეხბურთის და ეროვნული ფედერაციის მხრიდან. ზოგადად ის ფაქტი, რომ ევროპული ფეხბურთი ხშირად სტუმრობს საქართველოს და ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებს უწევს ორგანიზებას, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ფეხბურთის სამომავლო განვითარებისათვის.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს, მოწონებული და მხარდაჭერილია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივართა მხრიდან დიდი მხარდაჭერა იქნება, ჩვენი ნაკრებისგან კი წარმატებულ თამაშს ველით.

ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის თითოეულ წევრს გათვითცნობიერებული აქვს ის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატს თბილისის გარდა, ქალაქი გორი უმასპინძლებს, ხოლო თბილისის ერთ-ერთი სტადიონი, სადაც მატჩები გაიმართება, დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს. დავით პეტრიაშვილმა უდიდესი წვლილი გაიღო იმისათვის, რომ ქართული ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ევროპის ასპარეზზე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი მის ნათელ ხსოვნას და ასევე ქართული ფეხბურთის ახალ საფეხურზე ასვლას ეძღვნება." - განაცხადა მინისტრმა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2013 წელს, ლიტვაში შედგა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფში იასპარეზა: მომავალ ფინალისტთან საფრანგეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, მომავალ ჩემპიონ სერბეთთან 0:1, ხოლო თურქეთთან 2:4 დამარცხდა. იმ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მეკარე ბაჩო მიქავა მოხვდა.

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. 1957-1980 წლებში იუნიორთა პირველობა ეწყობოდა, 1981-2001 წლებში კი 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 19-წლამდელთა შორის ყველაზე მეტი ტიტული ესპანეთის ნაკრებმა მოიგო - 7, მეორე ადგილზე კი 3 გამარჯვებით საფრანგეთია. ეს ორი გუნდი წლევანდელ ევროპირველობაზე ვერ მოხვდა.

სამინისტროს პრესსამსახური
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.