სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე ტურნირი დაიწყო

თარიღი: 2017 აპრილი 20



ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა.

დინამო თბილისი, იტალიის ინტერი, აზერბაიჯანის გაბალა, ბელგიის გენტი, შარშანდელი ტურნირის ჩემპიონი - ჰოლანდიის ალკმაარი, თურქეთის ტრაბზონსფორი, ხორვატიისა და უკრაინის დინამოები - წლევანდელ ტურნირში ეს გუნდები მონაწილეობენ. დინამო თბილისის 17-წლამდელთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გოჩაშვილი) A ჯგუფში მოხვდა ინტერთან, გენტთან და გაბალასთან ერთად.

ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალში დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ექს-დინამოელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „დღეს ჩვენ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირის გახსნაზე ვიმყოფებით. დინამო თბილისის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ შარშან მშვენიერ შეჯიბრებას ჩაუყარა საფუძველი და სასიხარულოა, რომ ეს ტურნირი წლეულს გაცილებით წარმომადგენლობითია. ამ დღეებში იუნიორ დინამოელებს არაერთ ძლიერ გუნდთან მოუწევთ დაპირისპირება, რაც ადასტურებს, რომ ამ შეჯიბრის პრესტიჟი და მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მაღალი დონის ასაკობრივი საერთაშორისო ტურნირები ხელს უწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას, ფასდაუდებელ გამოცდილებას სძენს დამწყებ მოთამაშეებს. ამისთვის მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ ტურნირის მესვეურებს და ორგანიზატორთა ჯგუფს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ვიტალი დარასელია სამუდამოდ ჩაეწერა ჩვენი სპორტის ისტორიაში. მიხარია, რომ დინამო თბილისმა ბატონ ვიტალის ხსოვნას რამდენიმე წლის წინ ამ შესანიშნავი საფეხბურთო აკადემიით მიაგო პატივი, აგერ უკვე მეორე წელიწადია კი მისი სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას ატარებს".

ჯგუფური ეტაპის თამაშები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება, 24 აპრილს ნახევარფინალური პაექრობები შედგება, 25 აპრილს კი ჩემპიონი და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

სამინისტროს პრესსამსახური

ფოტოგალერეა

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ლაღი ფეხბურთის წლები" წარუდგინა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევ ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას 1:0 სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 15
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ, მესამე მატჩში საფრანგეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გუნდი 3 შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 11
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი ვენის რაპიდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 24-ე წუთზე გაიტანა. ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 08
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.