სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ლუკა ზარანდიამ პოლონეთის, საბა კვირკველიამ კი რუსეთის თასი მოიგო

თარიღი: 2017 მაისი 03


გურამ კაშიას შემდეგ კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო ქვეყნის თასი. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა ლუკა ზარანდიამ პოლონეთის, ხოლო ეროვნულის მცველმა საბა კვირკველიამ რუსეთის თასი აღმართა.

პოლონეთის თასის ფინალში ზარანდიას არკამ პოზნანის ლეხი დამატებითში 2:1 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. ზარანდიამ 111-ე წუთზე მშვენიერი გოლით ანგარიში 2:0 გახადა, ფინალის დასრულებამდე კი ლეხმა მხოლოდ ერთი გოლი გაქვითა. გდინიას არკამ ისტორიაში მეორედ მოიგო პოლონეთის თასი.

რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის ლოკომოტივმა 2:0 სძლია ეკატერინბურგის ურალს. მოსკოველთა შორის შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ. დამარცხებულთა შორის ასევე ასევე პირველიდან უკანასკნელ წუთამდე იასპარეზა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ჯიმი ტაბიძემ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო უკრაინის საერთაშორისო ტურნირი. კიევში, ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშებაში გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 18
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 24
დღეს თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეა: 1937 წლის 24 ივლისს საქართველოს საუკეთესო კლუბმა ბასკეთის ნაკრებს თბილისში, ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 17
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 13
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.