სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: მოლდოვა 2:2 საქართველო - მხოლოდ სტატისტიკა

თარიღი: 2017 ივნისი 12


საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 65-ედ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში
(ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

...ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მე-6 შეხვედრა ჩაატარა: 3 ფრე, 3 მარცხი, 3 ქულა.

...ეროვნული ნაკრები მეექვსედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. „ჯვაროსნებმა" მხოლოდ ერთხელ ჩაამთავრეს შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე - სამხრეთი აფრიკა 2010-ის საკვალიფიკაციოში არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 10-დან მხოლოდ 3 მატჩი დაასრულა ფრედ, 7 კი წააგო.

...მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველომ 52 მატჩი ჩაატარა: 9 მოგება, 14 ფრე და 29 წაგება. ბურთები - 49:85.

...კიშინიოვში გამართული მატჩი მე-12 იყო ამ გუნდების დაპირისპირებაში. მეტოქეებმა 4-4 მოიგეს, 4-იც ფრედ დასრულდა. ბურთებში მცირე უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობს: 17:14.

...საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე არასდროს დამარცხებულა მოლდოვასთან: 4 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე. თავის მხრიც, „ჯვაროსნებს" არასდროს მოუგიათ მოლდოვასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში - 2 თამაში, 2 წაგება.

...ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა საქართველოს ნაკრები მოლდოვასთან არ აგებს. მეტოქემ ბოლოს 2009 წლის 6 ივნისს გაიმარჯვა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი 2:1 მოიგო. მას შემდეგ 3 თამაში ფრედ დასრულდა, 2011 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართული ამხანაგური პაექრობა კი საქართველომ 2:0 მოიგო.

...ზედიზედ სამი მატჩია საქართველოს ნაკრები არ აგებს: ლატვიასთან 5:0 (ამხანაგური, თბილისი), სენტ კიტსთან და ნევისთან 3:0 (ამხანაგური, თბილისი) და მოლდოვასთან 2:2 (ოფიციალური, კიშინიოვი).

...2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეექვსე შეხვედრა გამართა: 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები - 13:7.

...კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 65-ედ ითამაშა ნაკრებში. ჩატარებული მატჩების მხრივ მასზე წინ მხოლოდ 5 ფეხბურთელია: ლევან კობიაშვილი (100 მატჩი), ზურაბ ხიზანიშვილი (93), კახი კალაძე (83), გიორგი ნემსაძე (69) და ალექსანდრე იაშვილი (67).

...მოლდოვასთან მატჩში გიორგი მერებაშვილმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით (მე-20 შეხვედრაში), ვაკო ყაზაიშვილმა მე-5 (25-ე თამაშში).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 19
საქართველოს 2016 წლის უძლიერესი კლუბი სამტრედია 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ყარაბაღს შეხვდა. ევროპის საკლუბო ტურნირების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 15
2017 წლის 2-15 ივლისს, თბილისი და გორი უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.კონტინენტის პირველობაზე მასპინძელ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 12
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეექვსე შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, კვლავ ვერ გაიმარჯვა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოლდოვაში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 08
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივნისი 07
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა.