სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ევროთასებზე ქართული კლუბების მეტოქეები გამოვლინდნენ

თარიღი: 2017 ივნისი 19


საქართველოს 2016 წლის უძლიერესი კლუბი სამტრედია 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ყარაბაღს შეხვდა. ევროპის საკლუბო ტურნირების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს გაიმართა.

შარშანდელ ევროსეზონში სამტრედია ერთხელ უკვე გაეჯიბრა აზერბაიჯანის კლუბს და სამწუხაროდ, დამარცხდა: ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამტრედიამ გაბალასთან სტუმრად 1:5 წააგო, შინ კი 2:1 გაიმარჯვა.

ყარაბაღი ქალაქ აღდამის კლუბია, თუმცა წლებია ბაქოში თამაშობს. 2016-2017 წლების სეზონში ყარაბაღმა აზერბაიჯანის ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. შარშანდელ ევროსეზონში ბაქოელებმა ევროპალიგის ჯგუფურ ტურნირში ითამაშეს, სადაც ამავე ტურნირში დინამო თბილისის ორჯერ მძლეველი საბერძნეთის პაოკ-ი ასევე ორჯერ დაამარცხეს - 2:0, 1:0.

სამტრედიის გარდა 2017-2018 წლების ევროთასებზე კიდევ სამი ქართული კლუბი იასპარეზებს, სამივე ევროპალიგაზე: პირველ ეტაპზე ვიცე-ჩემპიონი საჩხერის ჩიხურა ავსტრიის ალტახს ჯერ უმასპინძლებს, შემდეგ კი ესტუმრება. ბრინჯაოსმედალოსანი ბათუმის დინამო პირველ შეხვედრას პოლონეთის იაგიელონიასთან სტუმრად გამართავს, ხოლო თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო პირველ შეხვედრაში ასევე მეტოქის მოედანზე ითამაშებს - სლოვაკეთში, ტრენჩინთან.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს და 6 ივლისს გაიმართება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 13 და 20 ივლისს ითამაშებენ. იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბები ხსენებულ მეტოქეთა წინააღმდეგობას დაძლევენ, მეორე ეტაპზე შემდეგ გუნდებს დაუპირისპირდებიან: საჩხერის ჩიხურა - ბრესტის დინამოს (ბელარუსი); ბათუმის დინამო - გაბალას (აზერბაიჯანი); ქუთაისის ტორპედო - თელ ავივის ბნეი იეჰუდას (ისრაელი).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.