სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 2017-2018 წლების ევროსეზონი ევროპალიგით დაიწყო

თარიღი: 2017 ივნისი 30


ქართულმა კლუბებმა 2017-2018 წლების ევროსეზონი გუშინ, 29 ივნისს დაიწყეს. სამწუხაროდ, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის ჩიხურამ ავსტრიის პირველობის მეოთხეადგილოსან ალტახის რაინდორფთან 0:1 წააგო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი თამაშის დასაწყისშივე გაიტანეს - ჩიხურას მცველები შეცდნენ და ავსტრიელთა კამერუნელ თავდამსხმელს ლუის ნგვატ-მაჰოპს დინო ჰამზიჩის კარის ახლო მანძილიდან დალაშქვრა არ გაუჭირდა.

ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა ბათუმის დინამომ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონს ბიალისტოკის იაგიელონიას ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. პოლონელებმა ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს - სილიან შერიდანმა გამოიჩინა თავი. მას ჯერ კიდევ მე-16 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ანატოლი ტიმოფეევმა მისი პენალტი მოიგერია. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მირზა ფარტენაძის მიერ იაცეკ გორალსკის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დაინიშნა.

საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო სლოვაკეთში ტრენჩინთან განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გურულის გოლით ტორპედო იგებდა, მასპინძლებმა საშინაო შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება მოახერხეს. ტრენჩინის მეხუთე გოლი ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ შეაგდო.

საპასუხო მატჩები 6 ივლისს გაიმართება.

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
ჩიხურა (საჩხერე) 0:1 რაინდორფი (ალტახი, ავსტრია)
გოლი
: 0:1 ლუის ნგვატ-მაჰოპი (4)
ჩიხურა: დინო ჰამზიჩი, გიორგი განუგრავა, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, ზაზა ჭელიძე (პაპუნა ფონიავა 67), შოთა კაშია (კაპ), თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა 83), ნიკა გელაშვილი (ბესიკ დეკანოიძე 71)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
რაინდორფი: მარტინ კობრასი, ლუკას გალვაო, ფილიპ ნეტცერი (კაპ), ემანუელ საკიჩი, ქრისტიან გებაუერი (მუმი ნგამალეუ 64), პატრიკ სალომონი, სიმონ პაისინგერი, შტეფან ნუცი (კრისტიან დობრასი 83), ბენედიკტ ზეხი, ჰანს აიგნერი (ადრიან გრბიჩი 74), ლუის ნგვატ-მაჰოპი
მწვრთნელი: კლაუს შმიდტი
გაფრთხილება: შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან კაკუბავა, ლუკას გალვაო
მსაჯები: ერეზ პაპირი; დავიდ ელიას ბიტონი, ლიოზ ედი (ისრაელი)

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი
დინამო (ბათუმი) 0:1 იაგიელონია (ბიალისტოკი, პოლონეთი)
გოლი
: 0:1 სილიან შერიდანი (49)
მე-16 წუთზე ანატოლი ფიმოფეევმა სილიან შერიდანის პენალტი მოიგერია
დინამო: ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბორის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე (მიხეილ გორელიშვილი 78), თემურ შონია (კაპ), ვალერი თევდორაძე (არჩილ ტვილდიანი 65), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი (ოთარ მარცვალაძე 82), თორნიკე თარხნიშვილი, იაროსლავ კვასოვი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი (უკრაინა)
იაგიელონია: მარიან კელემენი, იაცეკ გორალსკი, ტარას რომანჩუკი (კაპ), დმიტრო ხომჩენოვსკი, ლუკაშ ბურლიგა, არვიდას ნოვიკოვასი (ლუკაშ სეკულსკი 75), ფიოდორ ჩერნიხი (პრჟემისლავ მისტკოვსკი 83), გუტიერი ტომელინი, ივან რუნიე, სილიან შერიდანი, პიოტრ ტომასიკი (გილერმე სიტია 50)
მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი
გაფრთხილება: ელგუჯა გრიგალაშვილი, იაცეკ გორალსკი, ვალერი თევდორაძე, ტარას რომანჩუკი, სილიან შერიდანი, არჩილ ტვილდიანი, ლუკაშ სეკულსკი
მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი; ჯო დე ვეირდტი, კარელ დე როკერი (ბელგია)

29 ივნისი, 2017. ევროპალიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. სლოვაკეთი, ტრენჩინი, მესტსკი
ტრენჩინი (სლოვაკეთი) 5:1 ტორპედო (ქუთაისი)
გოლები
: 0:1 გიორგი გურული (10), 1:1 ანტონიო მანსე (36), 2:1ანტონიო მანსე (40), 3:1 ჰამზა ჩატაკოვიჩი (75), 4:1 იაკუბ პაური (81), 5:1 გიორგი ბერიძე (87)
ტრენჩინი: ადრიან ჩოვანი, ლუკაშ სკოვაისა, აბდულ ზუბაირუ, მარტინ შულეკი, გიორგი ბერიძე, ჯეიმს ლოურენსი, იაკუბ პაური (აშრაფ ელ მაჰდიუი 84), დესლი უბინკი, ჰილარი გონგი (მილან კვოცერა 65), პეტერ კლეშჩიკი (კაპ), ანტონიო მანსე (ჰამზა ჩატაკოვიჩი 73)
მწვრთნელი: მარტინ შეველა
ტორპედო: როინ კვასხვაძე (კაპ), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი (შოთა ბაბუნაშვილი 46), თორნიკე კაპანაძე, გიორგი კუხიანიძე (დავით ხურციძე 82), გიორგი გურული, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში (მათე კვირკვია 67)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: მერაბ გიგაური, ანტონიო მანსე, მარტინ შულეკი
მსაჯები: ტიმ მარშალი; პოლ რობინსონი, გეორგიოს არგიროპულოსი (ჩრდილოეთი ირლანდია)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 19
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია VTB ბანკთან და ლუდი „აისთან" ერთად წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ფლეი ოფის პირველ მატჩში რუმინეთში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.