სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 ივნისი 30


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 ივლისს, 20 საათზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობის გახსნის მატჩში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდება.

საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრები გუნდების გარდა ევრო 2017-ის A ჯგუფში შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

გიორგი ყიფიანის რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდნენ:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (ბიალისტოკის იაგიელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (თბილისის შევარდენი 1906)
მცველები: დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, თომა ხუბაშვილი (თბილისის საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ქუთაისის ტორპედო)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (თბილისის ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ქოჩორაშვილი, თემურ ჩოგაძე (თბილისის საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (ბათუმის დინამო)
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (თბილისის საბურთალო), ვატო არველაძე (თბილისის ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 19
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია VTB ბანკთან და ლუდი „აისთან" ერთად წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ფლეი ოფის პირველ მატჩში რუმინეთში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.