სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო!

თარიღი: 2017 ივლისი 03


ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი 2 ივლისს, თბილისსა და გორში გამართული A ჯგუფის ორი მატჩით დაიწყო. თბილისში, მიხეილ მესხზე ჩეხეთის ნაკრებმა 2:1 სძლია შვედეთს, საქართველო კი გორის თენგიზ ბურჯანაძეზე პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ ევროპის პირველობის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. წარმოდგენის ავტორი ლაშა ონიანი გახლდათ, რომელმაც წლების წინ ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე ფინალის გახსნის შოუ დადგა. გახსნის ცერემონიაში ოსეთის, აფხაზეთის, აჭარისა და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლები, საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრები და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი Switch Dance Union-ი მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა შეხვედრა კარგად ჩაატარეს, მაინც პორტუგალიამ მოიგო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გაიტანეს: გიორგი კუციამ საჯარიმოში დაარღვია წესი, 11-მეტრიანი კი რუი პედრუმ აქცია გოლად. გიორგი ჩოჩიშვილმა დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ბურთის მოგერიება ვეღარ მოახერხა.

გოლამდე და გოლის შემდეგაც უპირატესობას გიორგი ყიფიანის გუნდი ფლობდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქართველმა ფეხბურთელებმა მეტჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, კარში, მეტი კუთხური მოაწოდეს, მაგრამ შეტევის გოლით დაგვირგვინება ვერა და ვერ შეძლეს.

კარგი საგოლე მომენტები ჰქონდათ გიორგი არაბიძეს, გიორგი ჩაკვეტაძეს და გაბრიელ საღრიშვილს, თუმცა შანსი ვერცერთმა გამოიყენა. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ თბილისის დინამოელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდის ლიდერად მოგვევლინა. დასანანია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში მან ტრავმა მიიღო და გუნდს დააკლდა. შეძლებს თუ არა ჩაკვეტაძე მომავალ შეხვედრაში თამაშს, დღეს გაირკვევა.

დღეს, 3 ივლისს, B ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართება: 17:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბულგარეთი ინგლისს დაუპირისპირდება, 20 საათზე კი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გერმანია-ჰოლანდიის მატჩი შედგება. მატჩის წინ სტადიონს ოფიციალურად მიენიჭება დავით პეტრიაშვილის სახელი.

2 ივლისი, 2017. ევრო 2017 - A ჯგუფი. გორი, თენგიზ ბურჯანაძე. 4153
საქართველო 0:1 პორტუგალია
გოლი:
0:1 რუი პედრუ (66)
საქართველო: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკა მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური (კაპ), გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (გიორგი ქოჩორაშვილი 35), დავით სამურკასოვი (თემურ ჩოგაძე 74), გიორგი ჩაკვეტაძე (ნიკა კვანტალიანი 58), გაბრიელ საღრიშვილი, გიორგი არაბიძე, ლუკა ლაკვეხელიანი
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დიოგო დალოტი, დიოგო კეირუში, აბდუ კონტე, რუი პირესი (კაპ), ჟოაო ფელიპე (ბრუნო პასი 79), ჟედსონ ფერნანდეში, რუი პედრუ, ჟოაო კეირუში, რაფაელ ლეაო (მესაკე ჟუ 56), კინა (მიგელ ლუიში 72)
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გაფრთხილება: ჟედსონ ფერნანდეში, რუი პირესი, გიორგი კუცია, ჟედსონ ფერნანდეში, რუი პედრუ, გიორგი ჩოჩიშვილი
გაძევება: ჟედსონ ფერნანდეში (73)
მსაჯები: დავიდე მასა (იტალია); დენის რეჩა (ალბანეთი), ტიბო ნიისენი (ბელგია)

2 ივლისი, 2017. ევრო 2017 - A ჯგუფი. თბილისი, მიხეილ მესხი. 150
შვედეთი 1:2 ჩეხეთი
გოლები:
0:1 დანიელ ტურინა (42), 0:2 დანიელ ტურინა (55), 1:2 ვიქტორ გიოკერესი (77)
შვედეთი: მარკო იოჰანსონი, მატიას ანდერსონი, ჯოზეფ კოლეი, ანტონ კრალი, თომას იშერვუდი, კარლ იოჰანსონი (ისაკ ლიდბერგი 63), იესპერ კარლსონი (ტედი ბერგკვისტი 79), დუშან იაიცი (კაპ), ბესარდ საბოვიჩი, სამუელ ადრიანი (ანელ აჰმეძოჯიჩი 88), ვიქტორ გიოკერესი
მწვრთნელი: კლაეს ერიკსონი
ჩეხეთი: მარტინ იედლიჩკა, მატეი ჩალუში, ლიბორ ჰოლიკი, დანიელ მარეჩეკი (ონჟეი ლინგრი 89), დანიელ ტურინა (ონჟეი ნოვოტნი 72), მიხალ სადილეკი, ონჟეი შაშინკა (კაპ) (მარტინ გრაიციარი 90), ალექს კრალი, ფილიპ ჰაველკა, ონჟეი ჩვეია, დენის გრანეჩნი
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
მსაჯები: სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი); გრემ სტიუარტი (შოტლანდია), სილვერ კოივი (ესტონეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.