სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ინგლისმა ბულგარეთს სძლია, ჰოლანდიამ გერმანია გაანადგურა

თარიღი: 2017 ივლისი 04


ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ B ჯგუფის შეხვედრები გაიმართა: თბილისში, მიხეილ მესხზე ინგლისის ნაკრებმა ბულგარეთს 2:0 სძლია, ჰოლანდიამ კი გერმანია 4:1 გაანადგურა.

ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირება დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამ სარბიელს უდროოდ გარდაცვლილი საფეხბურთო ფუნქციონერის სახელი თამაშის დაწყებამდე მიენიჭა და სტადიონის შესასვლელთან მემორიალური დაფაც დამონტაჟდა. უეფას მაღალჩინოსანი დავით პეტრიაშვილი 2015 წლის დეკემბერს, თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ცერემონიას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, უეფას გენერალური მდივანი თეოდოროს თეოდორიდისი, უეფას ეროვნული ასოციაციების დირექტორი ზორან ლაკოვიჩი და გერმანიისა და ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირების წარმომადგენლები, ასევე დავით პეტრიაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა: „ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს იღონებს ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მისაღებად. სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ვანიჭებთ ამ ლამაზ სტადიონს დავით პეტრიაშვილის სახელს. ამ ნაბიჯით ჩვენ უკვდავყოფთ იმ ადამიანს, რომელიც გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონის საფეხბურთო ფუნქციონერი იყო, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი და შესანიშნავი მეგობარი გახლდათ. 46 წლის ასაკში დავით პეტრიაშვილმა ბევრი რამ მოასწრო: იყო უეფას სხვადასხვა კომიტეტების წევრი, მნიშვნელოვანი ტურნირების და მატჩების დელეგატი, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე კი ის უეფას ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი გახდა. დავით პეტრიაშვილი იქცა ერთგვარ ხიდად ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასა და უეფას წევრ 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას შორის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენთვის, ის საქართველოს ელჩი გახლდათ დიდ საფეხბურთო ოჯახში, რომელსაც უეფა ეწოდება."

უეფას მაღალჩინოსნებმა და სტუმრებმა ცერემონიის დასასრულს დავით პეტრიაშვილის ოჯახს სამახსოვრო პრიზები გადასცეს.

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები ხვალ, 5 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთს გაეჯიბრება - თამაში 17:30 საათზე დაიწყება, ხოლო პორტუგალია-ჩეხეთის მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა 20 საათიდან უმასპინძლებს.

3 ივლისი, 2017. ევრო 2017 - B ჯგუფი. თბილისი, მიხეილ მესხი. 150
ბულგარეთი 0:2 ინგლისი
გოლები:
0:1 მეისონ მონტი (1), 0:2 რაიან სესენონი (48)
ბულგარეთი: დიმიტარ შეიტანოვი, ანდრეა ხრისტოვი, ვასილ დობრევი (ივაილო კლიმენტოვი 76), ანგელ ლიასკოვი, პეტარ გენჩევი, ივაილო ნაიდენოვი (კაპ), ტონისლავ იორდანოვი (გეორგი იანევი 54), სვეტოსლავ კოვაჩევი (სტანისლავ ივანოვი 54), პეტკო ხრისტოვი, კალოიან კრასტევი, ივან ტილევი
მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
ინგლისი: აარონ რამსდეილი, დუჟონ სტერლინგი, ჯეი დასილვა (კაპ), ტაიო ედუნი, ტრევო ჩალობა, ეასა სულიმანი, ანდრე დოზელი, ბენ ბრერეტონი (ლუკას ნმეჩა 78), მეისონ მონტი, რაიან სესენონი (ისააკ ბაკლი-რიკეტსი 75), მარკუს ედვარდსი (ჯეიკობ მედოქსი 83)
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
გაფრთხილება: ივან ტილევი, ივაილო კლიმენტოვი
მსაჯები: ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია); იგორ ალიოხინი (უკრაინა), ბალაშ ბუზასი (უნგრეთი)

3 ივლისი, 2017. ევრო 2017 - B ჯგუფი. თბილისი, დავით პეტრიაშვილი. 750
გერმანია 1:4 ჰოლანდია
გოლები:
1:0 აიმენ ბარკოკი (46), 1:1 ჯოელ პიროე (49), 1:2 ჯოელ პიროე (65), 1:3 ჯოელ პიროე (79), 1:4 ჯეი-როი გროტი (90)
გერმანია: აიკე ბანსენი, იონას ბუსამი (ბოტე ბაკუ 82), გიოქან გული (კაპ), ჯულიან ჩაბოტი, დენის გაიგერი, აიმენ ბარკოკი, სიდნი ფრიდე, ეტიენ ამენიდო, რობინ ჰაკი (დავიდ რაუმი 75), გიორქემ საღლამი (ტობიას ვარშევსკი 76), მატს კოლერტი
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
ჰოლანდია: ჯასტინ ბილოუ (კაპ), ტრისტან დეკერი, არმანდო ობისპო, იურიხ კაროლინა, დენი დე ვიტი, ტონ კოოპმაინერსი, ჯოელ პიროე, ფერდი კადიოღლუ (ჯეი-როი გროტი 85), ჯავაილო დილროსუნი (როდნი კონგოლო 90), ნავაიო ბაკბოორდი, ჩე ნანელი (ნოა ლენგი 80)
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
მსაჯები: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია); იური ხომჩენკო (ბელარუსი), დანიელ და კოსტა (ლუქსემბურგი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.