სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: საქართველო U19 2:1 შვედეთი U19

თარიღი: 2017 ივლისი 06


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა ჩაატარა: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთს 2:1 სძლია. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ ამავე ანგარიშით სძლია ჩეხეთს და 1/2-ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.

საქართველო-შვედეთის მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა: ცენტრფორვარდად გამწესებულმა გიორგი კოხრეიძემ შვედი მცველების უყურადღებობით ისარგებლა, მაქს სვენსონის გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა უძლიერესი დარტყმით დალაშქრა სკანდინავიელთა კარი - 1:0.

31-ე წუთზე გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე გოლი შეაგდო: თბილისის დინამოელმა გიორგი კუციამ ცენტრში აართვა ბურთი დუშან იაიცს, ბესარდ საბოვიჩიც მოხდენილად მოატყუა და წინ გაქცეულ თანაკლუბელს გიორგი ჩაკვეტაძეს გააყოლა ბურთი. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დაარტყა და გოლიც გაიტანა - 2:0.

შვედებმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანეს: ანტონ კრალის პასით ვიქტორ გიოკერესმა გამოიჩინა თავი - 2:1.

ორი გოლის გარდა ქართველ 19-წლამდელებს კიდევ შეეძლოთ რამდენიმე ბურთის გატანა: 1:0-ის შემდეგ იმავე ჩაკვეტაძემ ბოლო მომენტში ვერ ივარგა; რამდენიმე წუთის შემდეგ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს; ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა დონეცკის შახტარის დუბლშემადგენლობის წევრმა გიორგი არაბიძემ...

„მსურს მადლობა გადავუხადო გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, ჟურნალისტებს, ყველას, ვინც პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გვამხნევებდა და გვერდში გვედგა. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ, თუმცა ეს ჯერ არაფერს ნიშნავს - ჩეხეთთან თამაშშიც მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და ვეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება სწორედ მომდევნო თამაშზეა მიპყრობილი და გარწმუნებთ, გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს იღონებს ნახევარფინალში გასასვლელად", - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა.

მესამე ტურის შეხვედრები ერთდროულად დაიწყება: თბილისში, მიხეილ მესხზე საქართველო და ჩეხეთი, გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე კი პორტუგალიისა და შვედეთის გუნდები 20 საათიდან ითამაშებენ.

5 ივლისი, 2017. ევრო 2017 - A ჯგუფი. თბილისი, მიხეილ მესხი. 8300
საქართველო 2:1 შვედეთი
გოლები:
1:0 გიორგი კოხრეიძე (3), 2:0 გიორგი ჩაკვეტაძე (31), 2:1 ვიქტორ გიოკერესი (47)
საქართველო: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკა მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური (კაპ), გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე, დავით სამურკასოვი (თომა ხუბაშვილი 88), გიორგი ჩაკვეტაძე (ვატო არველაძე 86), გიორგი ქოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი 71), გიორგი არაბიძე, ლუკა ლაკვეხელიანი
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
შვედეთი: მარკო იოჰანსონი, მატიას ანდერსონი, ჯოზეფ კოლეი, ანტონ კრალი, თომას იშერვუდი, მაქს სვენსონი (ანელ აჰმეძოჯიჩი 80), კარლ იოჰანსონი (ისაკ ლიდბერგი 46), იესპერ კარლსონი, დუშან იაიცი (კაპ), ბესარდ საბოვიჩი (სამუელ ადრიანი 32), ვიქტორ გიოკერესი
მწვრთნელი: კლაეს ერიკსონი
გაფრთხილება: ვიქტორ გიოკერესი, ბესარდ საბოვიჩი, გიორგი ქოჩორაშვილი, ისაკ ლინდბერგი, დავით სამურკასოვი, ანტონ კრალი, ლუკა ლაკვეხელიანი, ვატო არველაძე
მსაჯები: სრჯან იოვანოვიჩი (სერბეთი); სილვერ კოივი (ესტონეთი), იგორ ალიოხინი (უკრაინა)

5 ივლისი, 2017. ევრო 2017 - A ჯგუფი. თბილისი, დავით პეტრიაშვილი. 200
ჩეხეთი 1:2 პორტუგალია
გოლები:
0:1 მესაკე ჟუ (35), 1:1 მარტინ გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრუ (74)
ჩეხეთი: მარტინ იედლიჩკა, მატეი ჩალუში (კაპ), ლიბორ ჰოლიკი, ემილ ტიშლერი, მიხალ სადილეკი, ალექს კრალი, ფილიპ ჰაველკა, ონჟეი ჩვეია, დენის გრანეჩნი, მარტინ გრაიციარი (დანიელ ტურინა 80), მიხალ ჰლავატი (ონჟეი შაშინკა 62)
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დიოგო დალოტი, დიოგო კეირუში, აბდუ კონტე, რუი პირესი (კაპ), ჟოაო ფელიპე (რაფაელ ლეაო 69), მესაკე ჟუ (ბრუნო პასი 90), რუი პედრუ, ჟოაო კეირუში, კინა (ფლორენტინო 78), მიგელ ლუიში
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გაფრთხილება: დიოგო კეირუში, ფილიპ ჰაველკა, დენის გრანეჩნი
მსაჯები: ალი პარაბუიკი (თურქეთი); დანიელ და კოსტა (ლუქსემბურგი), იური ხომჩენკო (ბელარუსი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 24
დღეს თბილისის დინამოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეა: 1937 წლის 24 ივლისს საქართველოს საუკეთესო კლუბმა ბასკეთის ნაკრებს თბილისში, ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 17
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 2:1 დაამარცხა პორტუგალია და ამ ასაკში პირველად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული. თავის მხრივ პორტუგალია, რომელმაც ინგლისის დარად მესამედ ითამაშა ფინალში, კვლავ მეორე ადგილზე დარჩა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 13
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 12
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა სამტრედიამ ევროსეზონის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის უძლიერეს კლუბთან ყარაბაღთან 0:5 წაგებით გახსნა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ივლისი 04
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ B ჯგუფის შეხვედრები გაიმართა: თბილისში, მიხეილ მესხზე ინგლისის ნაკრებმა ბულგარეთს 2:0 სძლია, ჰოლანდიამ კი გერმანია 4:1 გაანადგურა.