სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჩემპიონთა ლიგა 2017-2018: ყარაბაღი (აზერბაიჯანი) 5:0 სამტრედია

თარიღი: 2017 ივლისი 12


საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა სამტრედიამ ევროსეზონის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის უძლიერეს კლუბთან ყარაბაღთან 0:5 წაგებით გახსნა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.

თამაში, რომელიც ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა.

შარშანდელ ევროსეზონში - უეფას ევროპალიგა - სამტრედია აზერბაიჯანის მეორე კლუბს, გაბალას შეხვდა და მაშინაც დიდი ანგარიშით დამარცხდა - 1:5 სტუმრად და 2:1 შინ.

11 ივლისი, 2017. ჩემპიონთა ლიგა - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. აზერბაიჯანი, ბაქო, ტოფიკ ბახრამოვი
ყარაბაღი (ბაქო, აზერბაიჯანი) 5:0 სამტრედია
გოლები
: 1:0 აფრან ისმაილოვი (10, პენ), 2:0 დინო ნდლოვუ (37), 3:0 დინო ნდლოვუ (45, პენ), 4:0 დონალდ გუერიე (83), 5:0 მიჩელი (90)
ყარაბაღი: იბრაჰიმ შეჰიჩი, გარა გარაევი, მაქსიმ მედვედევი, მიჩელი, დინო ნდლოვუ, მაჰირ მადათოვი, რაშად სადიგოვი (კაპ) (იაკუბ რზეჟნიჩაკი 31), აფრან ისმაილოვი (დონალდ გუერიე 76), ანსი აგოლი, ბადავი ჰუსეინოვი, ჯოშგუნ დინიევი (რიჩარდ ალმეიდა 65)
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი (გიორგი ბერიაშვილი 69), თემურ მარკოზაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაკარ ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი (კაპ), გურამ სამუშია (დავით ჯიქია 64)
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე, ბაკარ ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ სამუშია
მსაჯები: მეთე ქალქავანი; ბაიუქ ერდემი, ესათ სანქაკტარი (თურქეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 19
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია VTB ბანკთან და ლუდი „აისთან" ერთად წარმოგიდგენთ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის".
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 13
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ფლეი ოფის პირველ მატჩში რუმინეთში ფრედ 2:2 ითამაშა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 01
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა.