სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ინგლისი და პორტუგალია ევროჩემპიონატის ფინალში!

თარიღი: 2017 ივლისი 13


ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის
ფინალში მესამედ ითამაშებენ
(ფოტო: UEFA.com)

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20 საათზე დაიწყება.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე გამართული მატჩები ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დასრულდა. პორტუგალიამ ჟედსონ ფერნანდეშიც გოლით სძლია ჰოლანდიას - „ნარინჯისფერთა" კარის დარაჯი და კაპიტანი ჯასტინ ბილოუ მოგერიებისას უხეშად შეცდა, ბურთი ვერ დაიჭირა და კარში შეუგორდა; ინგლისმა კი ლუკას ნმეჩას გვიანი გოლით დაამარცხა ჩეხეთის კარგი და გამართული ფეხბურთით თავგამოჩენილი ნაკრები.

ინგლისს და პორტუგალიას არასდროს მოუგიათ 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული, თუმცა ორივეს თანაბრად, ორჯერ უთამაშიათ ფინალში. ბრიტანელებმა 2005 და 2009 წლებში დათმეს გადამწყვეტი მატჩი, პირენეელებმა კი 2003 და 2014 წლებში. საგულისხმოა, რომ შარშან, 2016 წლის ევროჩემპიონატზე ორივე გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა.

12 ივლისი, 2017. ევრო 2017 - ნახევარფინალი. თბილისი, დავით პეტრიაშვილი. 250
პორტუგალია 1:0 ჰოლანდია
გოლი:
1:0 ჟედსონ ფერნანდეში (24)
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დიოგო დალოტი, დიოგო კეირუში, აბდუ კონტე, რუი პირესი (კაპ), ჟოაო ფელიპე (მიგელ ლუიში 83), ჟედსონ ფერნანდეში, მესაკე ჟუ (რაფაელ ლეაო 77), რუი პედრუ, ჟოაო კეირუში, კინა (ფლორენტინო 90)
მწვრთნელი: ელიო სოუზა
ჰოლანდია: ჯასტინ ბილოუ (კაპ), ტრისტან დეკერი (რობინ ცვარტიენსი 72), იურიხ კაროლინა, დენი დე ვიტი, ტონ კოოპმაინერსი, ფერდი კადიოღლუ (ჯასტინ ლონვაიკი 63), ჯავაილო დილროსუნი, როდნი კონგოლო, ნავაიო ბაკბოორდი, ბოი კემპერი, ჩე ნანელი (ჯეი-როი გროტი 78)
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
გაფრთხილება: ბოი კემპერი
მსაჯები: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია); იური ხომჩენკო (ბელარუსი), სილვერ კოივი (ესტონეთი)

12 ივლისი, 2017. ევრო 2017 - ნახევარფინალი. თბილისი, მიხეილ მესხი. 350
ინგლისი 1:0 ჩეხეთი
გოლი:
1:0 ლუკას ნმეჩა (90)
ინგლისი: აარონ რამსდეილი, დუჟონ სტერლინგი, ჯეი დასილვა (კაპ), ტაიო ედუნი, ეასა სულიმანი, ბენ ბრერეტონი (ლუკას ნმეჩა 60), მეისონ მონტი, რაიან სესენონი, დარნელ ჯონსონი, ჯეიკობ მედოქსი (მარკუს ედვარდსი 69), რიის ჯეიმსი (ისააკ ბაკლი-რიკეტსი 83)
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ჩეხეთი: მარტინ იედლიჩკა, მატეი ჩალუში, ლიბორ ჰოლიკი, დანიელ მარეჩეკი, ემილ ტიშლერი (მიხალ ჰლავატი 83), დანიელ ტურინა, მიხალ სადილეკი, ონჟეი ლინგრი (ონჟეი ჩვეია 72), ონჟეი შაშინკა (კაპ), ალექს კრალი, ფილიპ ჰაველკა
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
გაფრთხილება: მიხალ სადილეკი
მსაჯები: დავიდე მასა (იტალია); ტიბო ნიისენი (ბელგია), ბალაშ ბუზასი (უნგრეთი)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 04
2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 01
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 29
24 ნოემბერს ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიის ქალაქ ეიბარში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად გამოცემული წიგნის - „ბასკებით დაწყებული ისტორია" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გახლავთ.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი ქუთაისის „ტორპედოს" ტრიუმფით დასრულდა. ქუთაისლებმა ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან" შეხვერდაში „დინამო არენაზე" მოიპოვეს.